Jump to content
×
×
  • Create New...

ქართული ხალხური სამოსელი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ქართული კულტურის თავისებურებანი ხალხური სამოსელის მრავალფეროვნებაშიც გამოვლინდა. გამოირჩევა თუშური, ფშაური, ხევსურული, მოხევური, რაჭული სამოსელი. მამაკაცთა შესამოსელიდან ჩოხასთან ერთად აღსანიშნავია ხევსურული სამოსელიდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სამოსელი „ჩაქურა“.

ქართული სამოსის ისტორია - უძველესი დროიდან დღემდეshin.ge

ყველაზე მეტად ყურადღებას იქცევს ხევსურული ქალის სამოსელი – ტალავარი, რომელიც ორიგინალური თარგითა და ჭარბი ნაქარგობით გამოირჩევა, მას შინ ქსოვდნენ შალის ძაფისაგან. ტალავარი შედგება რამდენიმე ნაწილისაგან, ესენია: შალის გრძელი კაბა – „სადიაცო“, ზემოდან შემოსაცმელი შალისავე „ფაფანაგი“ ან მოკლესახელოებიანი „ქოქლო“. ხევსური ქალის თავსაბურავია „სათაურა“ და „მანდილი“, ფეხსამოსი კი – „თათები“ ან ქალამან-წინდა და „ბაჭიჭები“. სადიაცოს ორი ძირითადი ნაწილი აქვს: „მხარ-ზურგი“ და „გულისპირი“. კაბას საყელოსთან სარჩულიანი საყელო აქვს მოყოლებული, მხრებზე მოკერებულია სახელოები, ხოლო კაბის კალთებს ქვემოთ ეკერება ბრტყელი და ზოლიანი არშია, რომელსაც ეწოდება „ქოქომონი“. „ქოქომონის“ ფერები გარკვეული კანონზომიერებითაა განლაგებული: ჯერ შავი ფერია, შემდეგ წითელი და ლურჯი. კაბის ყელთან სამკუთხედის ფორმის პატარა ამოჭრილია, რომელზეც შეიძლება მიეკეროს ღილებითა და მძივებით გაწყობილი პატარა შალის ნაჭერი, ე.წ. „ქოქა“.

ქართული სამოსის ისტორია - უძველესი დროიდან დღემდეshin.ge

View the full article

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   156 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 156 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • YandexBot(15)
    • Facebookexternalhit(4)
    • Googlebot(4)