Guest Merlin Posted 11 იანვარი, 2021 Posted 11 იანვარი, 2021 ბოლო ორი ათწლეულია საქართველო განსაკუთრებული საერთაშორისო დაინტერესების ეპიცენტრში მოექცა: ადგილობრივი ისტორიული ძეგლები, კულინარიული კერძები, მრავალფეროვანი ბუნება თუ კლუბური ცხოვრება გამორჩეულად მიმზიდველი აღმოჩნდა უცხოელი სტუმრებისთვის on.ge საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარეობამ ქვეყანაში აღმოცენებულ ყველა კულტურულ სფეროზე იქონია გავლენა: აზიისა და ევროპის გასაყარზე ამ ორი დიდი ცივილიზაციის ერთმანეთთან იდეალურად შერწყმული და თან ამავდროულად სრულიად ახალი კულტურული ფორმები განვითარდა. ამ მხრივ გამონაკლისი არც ქართული მხატვრობა ყოფილა, რომელმაც განსაკუთრებული აღმასვლა მეცხრამეტე საუკუნიდან დაიწყო. ახლა სწორედ იმ ათი ქართველი გამორჩეული მხატვრის შესახებ გიამბობთ, რომლთაც თავიანთი შემოქმედებით არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობაში სათანადო ადგილი დაიმკვიდრეს. 1.ნიკო ფიროსმანი (1862 – 1918) 1862 წელს დაბადებულმა ნიკო ფიროსმანმა, რომელსაც ხშირად ნიკალასაც უწოდებენ, მთელი თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში გაატარა. ის ძირითადად დუქნებსა და სამიკიტნოებს უხატავდა აბრებსა თუ სხვადასხვა ნახატებს და ასე ირჩენდა თავს. ფოტო: WikiCommons ფიროსმანის ნახატები, რომლებიც მხატვარმა თავის სიცოცხლეში ლუკმა-პურის საშოვნელად შექმნა, მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ დაფასდა სათანადოდ. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ის ერთ-ერთ გამორჩეულ პრიმიტივისტ მხატვრად აღიარეს თავისი ნაივური სტილის გამო. 1972 წელს კი დიდი პატივისცემის ნიშნად მისი პორტრეტი პაბლო პიკასომ დახატა. პიკასოს მიერ დახატული ნიკო ფიროსმანიფოტო: Public Domain 2. ელენე ახვლედიანი (1898-1975) ქართულ მხატვრობაში ელენე ახვლედიანს ყველასგან გამოარჩევს ფერები, რომლებიც მის ნახატებს განსაკუთრებულ ემოციას მატებს. მის შემოქმედებაში მოდერნისტული ფორმები და ადგილობრივი ქართული ტრადიციები თანაბრადაა შეზავებული, რაც მის ნახატებს უჩვეულო ხიბლს მატებს. ფოტო: Public Domain ელენე ახვლედიანი ხშირად ხატავდა პეიზაჟებსა და არქიტექტურულ ობიექტებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული თბილისის ხედები, სადაც ძველი თბილისური აივნები, კიბეები, მოჩუქურთმებული კარები თუ ხალიჩები ავთენტურადაა შემონახული. ფოტო: Public Domain 3. პეტრე ოცხელი (1907-1937) პეტრე ოცხელი ქართულ თეატრში კოსტიუმების დიზაინერად მუშაობდა, რამაც იქონია კიდეც მის შემოქმედებაზე გავლენა და საოცრად დახვეწილი ესკიზები თუ ნახატები შექმნა. სამწუხაროდ, მას არ დასცალდა, რომ კიდევ დიდხანს ემუშავა ამ სფეროში და 30 წლის ასაკში 1937 წლის საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა. ფოტო: Public Domain 4. ლადო გუდიაშვილი (1896-1980) მართალია, მომავალი მხატვარი რკინიგზის ღარიბი მუშის ოჯახში დაიბადა, მაგრამ შემდეგ მას მაინც მიეცა შესაძლებლობა, რომ პარიზში მიეღო განათლება. დასავლურმა გამოცდილებამ დიდი გავლენა იქონია ლადო გუდიაშვილის შემოქმედებაზე, თუმცა მას სურდა ადგილობრივი, ქართული სტილი ეპოვა და თავისებურად დაეხვეწა. ამის გამო მისი ნახატები ერთგვარი მისტიკურობით გამოირჩევა, რომლებსაც ერთდროულად ატყვია დასავლური, აღმოსავლური, კავკასიური და ქართული კულტურის კვალი. ფოტო: Public Domain 5. გიგო გაბაშვილი (1862-1936) გამორჩეულმა ქართველმა მხატვარმა, გიგო გაბაშვილმა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს შუა აზიაში იმოგზაურა და იქიდან დაბრუნებულმა აზიური არქიტექტურისა და ლანდშაფტის უნიკალური ჩანახატები ჩამოიტანა. ფოტო: Public Domain მან ასევე მისთვის დამახასიათებელი ხედვით აღბეჭდა ყოველდღიური ცხოვრების სცენები ქართულ კულტურაში, რის გამოც მას სრულიად დამსახურებულად ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთ დამფუძნებლად მიიჩნევენ. ფოტო: Public Domain 6. დავით კაკაბაძე (1889-1952) დავით კაკაბაძეს შეეძლო თვალისმომჭრელი პორტრეტები და პეიზაჟები თავისი ფუნჯით ტილოზე ერთნაირი წარმატებით გადმოეტანა. მას ერთდროულად ხიბლავდა, როგორც საოცრად რეალისტური ნახატების შექმნა, ისე სრულიად უსაგნო და აბსტრაქტული ფორმების ხატვა. ფოტო: Public Domain მხატვრობასთან ერთად დავით კაკაბაძე მუშაობდა თეატრში და მისი დიზაინით გაფორმებულია ისეთი ცნობილი სპექტაკლები, როგორებიცაა ყვარყვარე თუთაბერი, სამანიშვილის დედინაცვალი და კოლმეურნის ქორწინება. ასევე მუშაობდა რეჟისორ მიხეილ კალატოზიშვილთან ერთად ფილმის მარილი სვანეთს შექმნაზე. ფოტო: Public Domain 7. ავთო ვარაზი (1926-1977) ავთო ვარაზის ნახატები დღეს მსოფლიოს არაერთ დიდ მუზეუმშია გამოფენილი, თუმცა მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულად ითვლება. ის პირველი ქართველი მხატვარია, რომელმაც კოლაჟის ტექნიკა გამოიყენა, რის გამოც მეოცე საუკუნის ქართულ მხატვრობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ავთო ვარაზმა მხატვრულად გააფორმა გიორგი შენგელაიას ფილმი ფიროსმანი და ამავდროულად მანვე შეასრულა მთავარი, ნიკო ფიროსმანის როლი. ფოტო: Baia Gallery 8. მერაბ აბრამიშვილი (1957–2006) ქართული საეკლესიო ფრესკებითა და აღმოსავლური მინიატურების შთაგონებით მერაბ აბრამიშვილმა მოახერხა და არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო მხატვრობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული და უნიკალური ფერწერული სტილი შეიმუშავა. ფოტო: Public Domain 9. რუსუდან ფეტვიაშვილი (1968 – ) როგორც თავად იხსენებს, რუსუდან ფეტვიაშვილმა ხატვა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ორი წლისაც არ იყო. მას შემდეგ კი ხელიდან ფუნჯი არ გაუშვია, რაც მისი ხატვის სტილზეც ასეთივე წარმატებით შეგვიძლია ვთქვათ – ფეტვიაშვილის ტექნიკის უნიკალურობა ფუნჯის აუღებლად, ერთი ხელის მოსმით ხატვაა. მისი ნახატები ინახება ისეთი ცნობილი პიროვნებების პირად კოლექციებში, როგორებიც არიან მარგარეტ ტეტჩერი, ჯორჯ ბუში, ილჰამ ალიევი და სხვა. ფოტო: Rusudan Petviashvili 10. ეთერი ჭკადუა (1966 – ) თანამედროვე გლობალიზაციისა და საერთაშორისო კონკურენციის პირობებში ეთერი ჭკადუამ მოახერხა, რომ თავისი ხმა მსოფლიოსთვის მიეწვდინა. მისი ავტობიოგრაფიული დეტალებით გამდიდრებული ნახატები, რომლებიც ხშირად მეამბოხე ფემინისტური სულის გამოძახილია, არაერთი კრიტიკოსის მიერაა აღიარებული შთამბეჭდავ ფერწერულ ნიმუშებად. photo:eter chkaduaView the full article Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა