Jump to content
×
×
  • Create New...

ანაკლიის საკარანტინო სივრცეში გალიდან გადმოყვანილი პაციენტი გარდაიცვალა


Recommended Posts

  • ფორუმელი

ანაკლიის საკარანტინო სივრცეში ოკუპირებული გალის რაიონიდან სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით გადმოყვანილი 63 წლის ქალი გარდაიცვალა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრეს, რომ პაციენტი ოკუპირებული რეგიონიდან 16 მარტს, ენგურის გამშვები პუნქტის მეშვეობით გადმოიყვანეს. ამავე ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე დამაკმაყოფილებლად შეფასდა, მას რაიმე სახის ჩივილი არ აღენიშნებოდა, შესაბამისად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მისი ჰოსპიტალიზება საჭიროდ არ მიიჩნია და იგი კოვიდ სასტუმროში გადაიყვანა.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, პაციენტის საკარანტინო სივრცეში მოთავსების შემდეგ, სასწრაფო სამედიცინო დახმარება რამდენიმე საათში გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულ ბრიგადას იგი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

აფხაზურმა მხარემ თითქმის ერთწლიანი ჩაკეტვის შემდეგ, ენგურის გამშვები პუნქტის გადაკვეთაზე დაწესებული შეზღუდვები 11 თებერვალს შეამსუბუქა. დანარჩენ საქართველოში მიმოსვლა აფხაზეთის მკვიდრთა მხოლოდ გარკვეულ ნაწილ, მათ შორის, მოხუცებს, პენსიონერებსა და შშმ პირებს შეუძლიათ. ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსულთათვის საკარანტინო პერიოდი 12-დან 5 დღემდე შემცირდა.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share