Jump to content
×
×
  • Create New...

ინდოეთის ფინანსთა მინისტრი: მიზანი ინოვაციის ჩახშობა არ არის


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_758499376-300x200.jpg

ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა, ნირმალა სითარამანმა სცადა ინდოეთის კრიპტო მომხმარებლები დაეიმედებინა.

India Today-სთან ინტერვიუში, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო არ გეგმავს ინდოეთში იმ ინოვაციის ჩახშობას, რომელიც ბიტკოინთან და Blockchain ტექნოლოგიასთან არის დაკავშირებული.

ამჟამად, საზოგადოება ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინშია.

”ჩვენი მხრივ, კარგად გვესმის, რომ არ ვწყვეტთ ბიტკოინის, Blockchain-ისა და ზოგადად კრიპტოვალუტის მიღების საკითხს ბოლომდე. ის დაკავშირებულია იმ ექსპერიმენტებზე, რომლებიც მიმდინარეობს. სწორედ მათ წარმატებით დასრულებაზე იქნება დამოკიდებული მიღება. მანამდე კი, მოსახლეობისათვს რესურსს ხელმისაწვდომს გავხდით, რათა მიმდინარე პროცესებზე ყველას ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია”,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ნირმალა სიტარამანმა ისიც თქვა, რომ სამინისტრო კრიპტოვალუტის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე ეტაპს ასრულებს. თუმცა ინდოეთი განაგრძობს ოფიციალური პოზიციის ფორმირებას, რომელიც ციფრული ვალუტის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროს ციფრული ვალუტების შესახებ პოზიციის ჩამოყალიბება სურს.

The post ინდოეთის ფინანსთა მინისტრი: მიზანი ინოვაციის ჩახშობა არ არის appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   235 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 234 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(21)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(1)