Guest Georgia Posted 19 აპრილი, 2020 Posted 19 აპრილი, 2020 კაპიტანი ტომ მური, ფოტო:BBCმეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, 99 წლის ბრიტანელმა კაპიტანმა ტომ მურმა, რომელიც 30 აპრილს 100 წლის იუბილესთვის ემზადება, ამ თარიღის აღსანიშნავად გადაწყვიტა საქველმოქმედო მიზნით, იორკშირში საკუთარი სახლისთვის გარშემო ფეხით 100-ჯერ შემოევლო და მიღებული დონაციებით ბრიტანეთის ეროვნულ ჯანდაცვას დახმარებოდა. ის მხოლოდ ათასი ფუნტის მოგროვებას ვარაუდობდა იმ ექიმებისთვის, ვინც მას კიბოს და მოტეხილი ფეხის მკურნალობაში დაეხმარნენ. თუმცა მის კეთილ ინიციატივას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და მან ამ ეტაპზე, 18 აპრილის მდგომარეობით 23 მილიონ ფუნტზე მეტი შემოწირულობის შეგროვება შესძლო. ახალგაზრდა ტომ მური, ფოტო:Wikipedia კაპიტან მურს გმირობისთვის მადლობა გადაუხადეს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა და სამეფო ოჯახის წევრებმა. პეტიციას კი ვეტერანის რაინდად კურთხევის შესახებ, უკვე ნახევარ მილიონზე მეტი ხელმომწერი ყავს. თავად კაპიტანი მური კი ბედნიერია და მადლობას უხდის მხარდამჭერებს. კაპიტანი ტომ მური, ფოტო: Evening Standardშეგროვებული თანხა მთლიანად დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებს გადაეცემა და ახალ კორონავირუსთან მებრძოლ მედიკოსებს მოხმარდება. წყარო: BBC Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა