Jump to content
×
×
  • Create New...

ბრიტანული ჯანდაცვისთვის 99 წლის ვეტერანმა 23 მილიონი ფუნტი შეაგროვა


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

img_3211.jpg?w=1024კაპიტანი ტომ მური, ფოტო:BBC

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, 99 წლის ბრიტანელმა კაპიტანმა ტომ მურმა, რომელიც 30 აპრილს 100 წლის იუბილესთვის ემზადება, ამ თარიღის აღსანიშნავად გადაწყვიტა საქველმოქმედო მიზნით, იორკშირში საკუთარი სახლისთვის გარშემო ფეხით 100-ჯერ შემოევლო და მიღებული დონაციებით ბრიტანეთის ეროვნულ ჯანდაცვას დახმარებოდა. ის მხოლოდ ათასი ფუნტის მოგროვებას ვარაუდობდა იმ ექიმებისთვის, ვინც მას კიბოს და მოტეხილი ფეხის მკურნალობაში დაეხმარნენ. თუმცა მის კეთილ ინიციატივას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და მან ამ ეტაპზე, 18 აპრილის მდგომარეობით 23 მილიონ ფუნტზე მეტი შემოწირულობის შეგროვება შესძლო.

img_3212-1.jpg?w=695ახალგაზრდა ტომ მური, ფოტო:Wikipedia

კაპიტან მურს გმირობისთვის მადლობა გადაუხადეს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა და სამეფო ოჯახის წევრებმა. პეტიციას კი ვეტერანის რაინდად კურთხევის შესახებ, უკვე ნახევარ მილიონზე მეტი ხელმომწერი ყავს.

თავად კაპიტანი მური კი ბედნიერია და მადლობას უხდის მხარდამჭერებს.

img_3213.jpg?w=1000კაპიტანი ტომ მური, ფოტო: Evening Standard

შეგროვებული თანხა მთლიანად დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებს გადაეცემა და ახალ კორონავირუსთან მებრძოლ მედიკოსებს მოხმარდება.

წყარო: BBC

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   164 all people including: 1 წევრი, 2 ანონიმური, 161 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(19)
    • YandexBot(14)
    • Facebookexternalhit(17)
    • ASIA
    • Googlebot(1)