Guest Georgia Posted 24 აპრილი, 2020 Posted 24 აპრილი, 2020 აშშ აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა (NASA) ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ორბიტაზე გაშვების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საიტზე საინტერესო და სახალისო ფუნქცია დაამატა: თუ შეხვალთ ამ ბმულზე – What Did Hubble See on Your Birthday? და შეიყვანთ საკუთარი დაბადების დღის რიცხვსა და თვეს, ნახავთ რა ფოტოები გადაიღო ჰაბლმა 1990 წლიდან დღემდე თქვენს დაბადების დღეებზე, ფოტოზე აღბეჭდილი გამოსახულების შესახებ მოკლე ინფორმაციის მითითებით. ქარში გახვეული ახალგაზრდა ცისფერი გაკაქტიკის NGC 2841 სურათი, რომელიც ჰაბლმა 2010 წლის 7 იანვარს, “მეამბე”-ს დაბადებამდე ზუსტად 10 წლით ადრე გადაიღო.ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი უკვე 30 წელია რაც დედამიწის ორბიტაზე 27 000 კმ.სთ სიჩქარით მოძრაობს. მისი ობიექტივი სამყაროს შორეულ, დედამიწიდან 13,4 მილიარდი სინათლის წელიწადის მანძილზე დაშორებულ ობიექტებსაც კი სწვდება. მან მილიონზე მეტი დაკვირვება ჩაატარა სხვასადხვა გალაქტიკებზე, პლანეტებსა თუ ვარსკვლავებზე და კატალოგშიც უამრავი საინტერესო სურათი დააგროვა. ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის საიუბილეო პოსტერი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა