Jump to content
×
×
  • Create New...

სამი ფიფქი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

არჩევანი არ არსებობს მხოლოდ
შერჩეულ გზაში თვითდარწმუნების
ტკბილ ცხარე აქტი და სამება
დაღუპულ ადამიანთა იმედი
სიყვარული კი პროგრამაა გრძნობა
გაწერილი კოდი წინასწარ ცნობილი
და მაინც ფატალური შეცდომა თესლი
ტუჩებზე და დედის თბილი მიხუტება
რომ დაუსხლტე ღამეს

ელექტრომოგონებებში გაფანტული
გამოსახულებების ნაკადი კვლავ
მოსპობს ნათელი კათარსისის იდეას
და შენი ლანდი იპარება ჩემ უკუნითში
დაკარგული სიგნალი ობოლ
სამყაროში აქ და აუცილებლად ახლა
არაფერი მოხდება დამალული
სინათლის უკან მუდმივ მზაობაში არ
ვქმნათ არჩევანი გაკეთებულია სევდა
შერჩეული და სოროები გათხრილი
ახლა მხოლოდ ბრმა რწმენა რომ
შემდეგში გაგვიმართლებს მორიგი
დიდი გადატვირთვის დროს

ჩანთაში არ ჩაეტიე წაგიყვანდი და
ზღვას ნახავდი და იდარდებდი
გაყინული და სწრაფი მომზადების
იაფფასიანი მოგონებები ცხარე
ცრემლების გემოთი შენ კართან
კატები ჩემი აგენტები არიან ლოცვის
აბჯარში კვლავ დაგიცავ ჩემი
თავისგან რადგან სევდა გენეტიკურია
და გადამდები მალფუჭებადი
საზამთრო სადაც სულ უფრო და
უფრო ხშირად მხვდება კურკები

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   352 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 352 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • YandexBot(9)
    • Googlebot(3)