Jump to content
×
×
  • Create New...

ჰავიშამ


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

(თარგმანი)

27336512_1050117275129273_62946315623471

ვიგემე ტრფობა – თაღლითობა. მას შემდეგ დღეც კი არ გასულა,

რომ არ მესურვა მისთვის სიკვდილი. ვლოცულობდი კიდეც ამისთვის,

ისე მტკიცედ, რომ მუქ-მწვანე კენჭებს დაემსგავსნენ ჩემი თვალები,

ხელები  – თოკებს, რომ შემძლებოდა მათით დახრჩობა.

შინაბერა. მე ვყარვარ და მახსენდება, მთელი დღეები საწოლში

მყოფი, რომ ვბღაოდი კედელთან, – არააააა; კაბა ხუნდება,

გარდერობს თუ შევაღებ და მიპყრობს ცახცახი;

ჩამკვდარ სარკეში, მთელ სიგრძეზე, სხვაა თუ მე ვარ, ვინ

გამიკეთა? ბორდოსფერი წყევლა ხმებია, არა – სიტყვები.

ზოგჯერ ვმშვიდდები, დაკარგულ სხეულს ჩემსაზე ვგრძნობ,

ენას მის პირში, იმის ყურებში, მერე ქვემოთაც, სანამ ვიგრძნობდე

შემაშფოთველ გამოფხიზლებას. სიყვარული სიძულვილია

თეთრი ფერის პირბადის მიღმა; ჰაერის ბუშტი, ჩემს სახეზე წითელ

ფერად რომ ამოიფრქვა. აფეთქება. საქორწილო ტორტი, მე რომ ავთალე.

მომეცით გვამი მამაკაცის ხანგრძლივი დროით თაფლობის თვისთვის.

და არ იფიქროთ, გულია ოდენ, ტანჯვით რომ ფ-ფ-ფ-ფეთქავს.

ქეროლ ენ დაფი

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   177 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 177 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(15)
    • Chrome(13)