Guest Merlin Posted 8 იანვარი, 2021 Posted 8 იანვარი, 2021 (თარგმანი) ვიგემე ტრფობა – თაღლითობა. მას შემდეგ დღეც კი არ გასულა, რომ არ მესურვა მისთვის სიკვდილი. ვლოცულობდი კიდეც ამისთვის, ისე მტკიცედ, რომ მუქ-მწვანე კენჭებს დაემსგავსნენ ჩემი თვალები, ხელები – თოკებს, რომ შემძლებოდა მათით დახრჩობა. შინაბერა. მე ვყარვარ და მახსენდება, მთელი დღეები საწოლში მყოფი, რომ ვბღაოდი კედელთან, – არააააა; კაბა ხუნდება, გარდერობს თუ შევაღებ და მიპყრობს ცახცახი; ჩამკვდარ სარკეში, მთელ სიგრძეზე, სხვაა თუ მე ვარ, ვინ გამიკეთა? ბორდოსფერი წყევლა ხმებია, არა – სიტყვები. ზოგჯერ ვმშვიდდები, დაკარგულ სხეულს ჩემსაზე ვგრძნობ, ენას მის პირში, იმის ყურებში, მერე ქვემოთაც, სანამ ვიგრძნობდე შემაშფოთველ გამოფხიზლებას. სიყვარული სიძულვილია თეთრი ფერის პირბადის მიღმა; ჰაერის ბუშტი, ჩემს სახეზე წითელ ფერად რომ ამოიფრქვა. აფეთქება. საქორწილო ტორტი, მე რომ ავთალე. მომეცით გვამი მამაკაცის ხანგრძლივი დროით თაფლობის თვისთვის. და არ იფიქროთ, გულია ოდენ, ტანჯვით რომ ფ-ფ-ფ-ფეთქავს. ქეროლ ენ დაფი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Houston Posted 9 ივნისი Posted 9 ივნისი საინტერესოა. ყოველმხრივ. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა