Jump to content
×
×
  • Create New...

პილატეს ცოლი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

(თარგმანი)

pieter_bruegel-the-way-to-calvary-photog

უპირველესად, მისი ხელები – ქალისა. რბილი, ვიდრე ჩემი.

ქათქათა ფრჩხილებით, მსგავსად ნიჟარებისა გალილეიდან.

გაუბედავი ხელები. ნაზი ხელები, ტაშს რომ სცემდნენ ყურძნის მტევნისთვის.

მისი სუსტი, მერყევი შეხება მაკრთობდა. პონტოელისა.

მე მწყუროდა რომი, სახლი, ვინმე სხვა. როცა ნაზარეველი

შევიდა იერუსალიმში. ჩემი მხევალი და მე გამოვიძურწეთ

მეტად მოწყენილნი, გადაცმულები, შევუერთდით გაშმაგებულ ბრბოს.

აუღელვებლად და ჩქარა მივედი, ჩავეჭიდე ვირის აღვირს, ავიხედე

და აი, ის იქ იყო. სახე მისი? საშინელი. ნიჭით დაჯილდოებული.

მან შემომხედა. მე ვთქვი, მან მე შემომხედა. ჩემმა ღმერთმა.

მის თვალებს ეწერათ სიკვდილი რაღაცისთვის. შემდეგ ის წავიდა.

მისი უხეში თანმხლებნი კაფავდნენ გზას კარიბჭეებისკენ.

საღამოს, სანამ მას გაასამართლებდნენ, მე მესიზმრა ის.

მისი მუქი ფერის ხელები შემეხნენ. შემდეგ იყო ტკივილი.

შემდეგ – სისხლი. მე დავინახე თითოეული ძლიერი ხელისგული

ლურსმნისგან ნაჭდევი. გამომეღვიძა ოფლიანს, აღგზნებულს, შეშინებულს.

მივატოვე ის. გავგზავნე გაფრთხილება. სწრაფად ჩავიცვი.

როდესაც მივედი, ნაზარეველს ედგა ეკლის გვირგვინი.

ბრბო მის თავს ცვლიდა ბარაბაში. პილატემ დამინახა,

გაიხედა, შემდეგ ფრთხილად აიკაპიწა სახელოები

და ნელა დაიბანა მისი უმაქნისი, სურნელოვანი ხელები.

მათ შეიპყრეს წინასწარმეტყველი და ათრიეს

თხემის ადგილამდე. დანარჩენი ჩემმა მსახურმა იცის.

იყო კი ის ღმერთი? რა თქმა უნდა, არა. პილატეს სჯეროდა, რომ ის იყო.

ქეროლ ენ დაფი

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   254 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 254 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • YandexBot(2)