Guest Merlin Posted 15 იანვარი, 2021 Posted 15 იანვარი, 2021 (თარგმანი) არც წითელ ვარდს და არც ატლასის გულს. მე შენ ხახვს გჩუქნი. იგი მთვარეა, შეფუთული ყავისფერ ფურცლებში. მას სინათლე მოაქვს, როგორც სიყვარულის ფრთხილად გაშიშვლებას. აჰა. მის მიერ მოგვრილი ცრემლები სიბრმავეს მოგიტანს, როგორც მიჯნური. ის შენს ანარეკლს გადააქცევს მწუხარებისგან ათრთოლებულ ფოტოდ. ახლა მე ვცდილობ, ვიყო მართალი. არა მიმზიდველი ბარათი, ან სასაჩუქრე კოცნა. მე შენ ხახვს გჩუქნი. მისი ცხარე კოცნა შემორჩება შენს ბაგეებს, მესაკუთრული და წრფელი, ისეთი, როგორებიც ჩვენ ვართ, და დავრჩებით, სანამ შევიძლებთ. აიღე. მისი პლატინის რგოლები პატარავდებიან საქორწილო ბეჭდამდე. თუ ეს გახარებს. ეს მომაკვდინებელია. მისი სურნელი ჩაებღაუჭება შენს თითებს. ჩაეჭიდება შენს დანას. ქეროლ ენ დაფი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა