Jump to content
×
×
  • Create New...

ოთხი კითხვის საიდუმლო


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

maxresdefault.jpg?w=1024

1986 წლის თებერვლის ერთ დილას მივხვდი, რომ თავისუფალი ვიყავი აგრესიისგან, წყენისგან, ბრაზისგან, – ამბობს ბაირონ ქეითი თავის წიგნში „გიყვარდეს ის, რაც არის“. შეიძლება ითქვას, რომ ჭარბმა აგრესიამ ადამიანის ცხოვრებაში გახსნა ხედვების ახალი კარი, ახალი მიმართულება, რომელსაც იგი ახლა ათასობით ადამიანს უზიარებს მსოფლიოს გარშემო.

ხშირად მოგსვლიათ ალბათ ისეთი ფიქრი/აზრი, რაც ტკივილს გაყენებთ და დისკომფორტში გაგდებთ; ასე, მაგალითად: „ის მე მატყუებს“, „მან მე დამამცირა“, „ის მე არ მაფასებს“… წიგნის ავტორი ასკვნის, რომ მსგავს ფიქრებს საკუთარი თავის ტანჯვა მოაქვთ მხოლოდ და რომ ჩვენ შეგვიძლია, ამ ტკივილისგან გათავისუფლება.

ერთ საღამოს, ახმეტელის მეტროსთან, სადაც ხილ-ბოსტნეული აქვთ-ხოლმე გამოტანილი გამყიდველებს, დიალოგს მოვკარი ყური. ერთი გამყიდველი მეორეს ეუბნება:

 – გუშინ რა ტყუილა ინერვიულე მაგ საქმეზე.

მეორე გამყიდველი აღშფოთებული პასუხობს:

– რატომ ვინერვიულე ტყუილა?!

ჰოდა, მინდოდა მეთქა, რომ ეს წიგნი მათთთვის არაა ვინც თვლის, რომ ნერვიულობა საქმეს აგვარებს, არამედ მათთვის, ვისაც სურს გონების გათავისუფლება სტრესული ფიქრებისგან.

საღი გონება არასოდეს იტანჯება, ან რეალობა იმაზე კეთილია, ვიდრე ჩვენ გვგონია, ეს სიტყვები კარგი მოსასმენია, მაგრამ როგორ გავითავისოთ მათი კეთილქმედება ჩვენი რეალობისთვის? სწორედ ამაზე მინდა გესაუბროთ.

გონების მტანჯველი ფიქრებისგან გათავისუფლების მოკლე და ჯადოსნური გზა ოთხ კითხვაში და მისით გამოწვეულ „სამუშაოში“ (როგორც ამას თავად ავტორი უწოდებს) მდგომარეობს. ეს რომ უკეთ გაიგოთ აიღეთ კალამი, ფურცელი და დაწერეთ ის ფიქრი, რომელიც დიდ უსიამოვნებაში გაგდებთ, მაგალითად,- ანრი მე მატყუებს, პატივს არ მცემს და უნდა, რომ გული მატკინოს; გრძნობთ ტკივილს ამ ფიქრთან ერთად? მაშინ მიყევით ბაირონ ქეითის მიგნებას და  საკუთარ თავს შემდეგ კითხვებზე უპასუხეთ: 1. ეს სიმართლეა? 2. შემიძლია აბსოლუტურად ვიცოდე, რომ ეს სიმართლეა? თქვენ აღმოაჩენთ, რომ 100%-ით დარწმუნებულები ვერ იქნებით სხვისი ქცევების მოტივაციის მიზეზებში, ასე რომ, ნელ-ნელა შესაძლოა, ეჭვი შეგეპაროთ თქვენი ფიქრის მართებულობაში. გააგრძელეთ „სამუშაო“ და დაუსვით თქვენს თავს მესამე კითხვა, – ვინ ვიქნებოდი მე ამ ფიქრის გარეშე? როგორც წესი, პასუხები შემდეგია: უფრო თავისუფალი, ბედნიერი, გახსნილი, მხიარული, საკუთარ თავში თავდაჯერებული და ბოლო, მე-4 დავალება, – შეაბრუნე ეს დებულება 180°-ით, ეს ნიშნავს, სტრესული ფიქრის ასეთ გადაკეთებას,- მე ვატყუებ ჩემს თავს, მე არ ვცემ პატივს საკუთარ თავს, მე ვტკენ გულს ჩემს თავს. ამ „სამუშაოს“ შესრულებისას თქვენ ახალ მეს აღმოაჩენთ. წიგნის ავტორი გვარწმუნებს, რომ ერთადერთი, ვინც თქვენ ზიანს გაყენებთ თქვენი თავია, რადგანაც სინამდვილეში გონებას თავისუფლება სურს და არა ვიწრო ქურთუკი.

თუკი ოდნავ მაინც დაინტერესდით ბაირონ ქეითის გონების გათავისუფლების  მეთოდით, ჯერ მასთან ერთად გაიარეთ პირველი სავარჯიშო https://thework.com/videos/#fear-guilt-shame-suffering  და შემდგომ, უკეთესი შედეგისთვის, წიგნსაც გადახედეთ.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   155 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 153 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(23)
    • YandexBot(15)
    • Facebookexternalhit(5)
    • Googlebot(3)