Guest Merlin Posted 31 იანვარი, 2021 Posted 31 იანვარი, 2021 (თარგმანი) თავისუფლება ჩიტს უშვებს ქარს ზურგზე ხტუნვით მოექცეს მიმართოს ნაკადს ნარნარით ვიდრე დინება დასრულდეს ფრთები ჩაძიროს სხივებში ნარინჯისფერ მზის სივრცეში გაბედოს, ზეცა იჩემოს. მაგრამ სხვა ჩიტი ჩაიფრენს ვიწრო გალიას ნელ-ნელა სრულ ხედვას ზოგჯერ ახერხებს გისოსებს რისხვა ეხვევა ფრთები კი დამოკლებულან მისი ფეხებიც ებმება ყელი იხსნება ასეთ დროს, რომ შეძლოს ამღერება. ტყვე ჩიტი მღერას დაიწყებს შიშატანილი რაკრაკით მისთვის ვერნაცნობ საგნებზე ჯერ კიდევ სავსე წადილით და აჰა, მის ხმას იგებენ შორ გორაკიდან ისმენენ მოტივებს თავისუფლების. თავისუფალ ჩიტს შეუჩნდა ფიქრი ჯერ უცნობ ციალის ასეთ დროს აღმოსავლეთის ქარი მკვნესავ ხეთ ჩაივლის და სქელი ჭია დაიცდის მბრწყინავ განთიადს მინდორზე რომ ჩიტმა მისი საუფლო განავრცოს ცის კაბადონზე. ტყვე ჩიტი აქეთ შეჰყურებს დასამარებულ ოცნებებს მწველი ზარია კოშმარი, რომ სწორედ მის ლანდს აკივლებს. ფრთები კი დამოკლებულან, მისი ფეხებიც ებმება ყელი იხსნება ასეთ დროს, რომ შეძლოს ამღერება. ტყვე ჩიტი მღერას დაიწყებს შიშატანილი რაკრაკით მისთვის ვერნაცნობ საგნებზე ჯერ კიდევ სავსე წადილით და აჰა, მის ხმას იგებენ შორ გორაკიდან ისმენენ მოტივებს თავისუფლების. მაია ენჯელოუ Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა