Jump to content
×
×
  • Create New...

Maya Angelou


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

maya_angelou.jpg?w=900

მაია ენჯელოუ (Maya Angelou) – დაიბადა 1928 წლის 4 აპრილს მარგარეტ ჯონსონის სახელით. მაიას ბიოგრაფია სახეა მებრძოლი, დამოუკიდებელი ქალისა, განსაკუთრებით აფრო-ამერიკული რასისთვის. „გიყვარდეთ სიცოცხლე, მონაწილეობა მიიღეთ მასში, გაეცით ყველაფერი, რაც მიიღეთ. გიყვარდეთ ვნებით, რადგან ცხოვრება გაცილებით მეტს გიბრუნებთ უკან, ვიდრე თქვენ აძლევთ მას, ამბობს მაია, თუმცა ამ ბრძოლებისა და დიდი აღიარების უკან იყო მრავალი მძიმე დღე. 3 წლის ასაკში მისი მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს. ბავშვები (მაია და მისი ძმა) დედის მამასთან საცხოვრებლად გადადიან არკანზასის შტატის ქალაქ სტემპში. მაია 8 წლის ასაკში დედის მეგობარი მამაკაცის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. მოძალადე ერთი დღით დააპატიმრეს, ოთხ დღეში კი მოკლეს მარგარეტის ბიძებმა. ამ ამბით შეძრწუნებულმა პატარა მარგარეტმა თავი დამნაშავედ იგრძნო და გადაწყვიტა, თავი დაესაჯა და ხმა აღარასოდეს ამოეღო. ამ მძიმე პერიოდში მაიას მასწავლებელი ქალი და ოჯახის მეგობარი, ბერთა ფლავერსი, ეხმარება და აცნობს ისეთ დიდ მწერლებს, როგორებიც იყვნენ: ჩარლზ დიკენსი, ედგარ პო, უილიამ შექსპირი. ხუთწლიანი პაუზის შემდეგ მაია ისევ ალაპარაკდება.

16 წლის ასაკში იგი ინტერესდება კონდუქტორის პროფესიით და მისი დაჟინებული თხოვნით მუშაობას იწყებს საბაგიროს გამყოლად. ამის შემდგომ იგი ფეხმძიმდება და 17 წლის ასაკში ბერძენი მამაკაცისგან აჩენს მის ერთადერთ შვილს, გაი ჯონსონს. მარტოხელა დედის როლმა იგი მრავალ განსხვავებულ ადგილას ამსახურა, იყო პროფესიონალი მოცეკვავე ღამის კლუბში „იისფერი ხახვი“ (სან ფრანცისკო). 1954-1955 წლებში მან გასტროლით იმოგზაურა ევროპაში, შეისწავლა რამოდენიმე ენა და ჩაწერა პირველი სიმღერა „მის კალიფსო“.

1959 წელს, მწერალ ჯონ კილენის იძულებით, იგი საცხოვრებლად გადადის ნიუ-იორკში და იწყებს თავის კარიერას მწერლის როლში. 1960 წელს მაია ხვდება ლუთერ კინგს და მისი დიდი გავლენით ხდება სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტი.

გარდაიცვალა 2014 წელს, 86 წლის ასაკში. მისი შემოქმედებითი დანატოვარიდან, განსაკუთრებით აღსანიშნავია ავტობიოგრაფიული წიგნი „ვიცი რად მღერის გალიის ჩიტი“ (ქართულად თარგმნა ანი კოპალიანმა). მემუარისტული ნაშრომებით მაია ენჯელოუ გახდა პირველი აფრო-ამერიკელი ქალი, რომელიც თავის ცხოვრებაზე ღიად ალაპარაკდა. მასვე ეკუთვნის ასევე რამოდენიმე პოეტური კრებული, სცენარები ფილმებისა და სატელევიზიო შოუებისთვის.    

მაია ენჯელოუს მიღებული აქვს 50-ზე მეტი საპატიო ჯილდო, წარდგენილი იყო პულიცერის პრემიაზე. 2000 წელს მიღებული აქვს ხელოვნების ეროვნული მედალი. 2011 წელს კი ბარაკ ობამამ გადასცა თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი.

ბოლოს კი წარმოგიდგენთ საინტერესო მხატვრულ ფილმს მისი ცხოვრების შესახებ.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   193 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 193 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(21)
    • YandexBot(18)
    • Facebookexternalhit(2)