Guest Merlin Posted 6 მარტი, 2021 Posted 6 მარტი, 2021 (თარგმანი) ვამჩნევ უტყუარ სხვაობებს კაცობრიობის ოჯახში. ჩვენგან ვინ დაღვინებულა, ვინ ხარობს სიცილ-ხარხარში. ზოგი მის განვლილ ცხოვრებას უწოდებს სრულად დიდებულს. სხვანი კი ირწმუნებიან, რომ ცხოვრება ჰგავდა რეალურს. ფერების გამას კანისას მოაქვს კრთომა, ხიბლი და ნათელი, ყავის და ვარდის, ჩალის და ძოწის და თეთრი, ლურჯი, მზითნაფერი. ცურვით მისერავს შვიდი ზღვა, გავჩერდი ყოველ ხმელეთთან, და ვნახე საოცრებანი მსოფლიოს მრავალგვარ მემკვიდრეთა. მე ვიცნობ ათი ათასს ქალს, მერი ჯენსა თუ ჯეინს, თუმც არ მინახავს ორი მათგანიც სრულად მსგავსი რომ ეთქმით. ტყუპებსაც ასე იდენტურთ ვასხვავებთ მათი ნაკვთებით, წყვილიც კი სხვადასხვას ფიქრობს როს წვანან ერთმანეთის გვერდით. ვყვარობთ და ვკარგავთ ჩინეთში, ვგოდებთ ინგლისის ჭალებთან, ვლაღობთ, ვწუხვართ გვინეაში, ვყვავით ესპანეთის ნაპირებთან. წარმატებას ჩვენ ვეძებთ ფინეთში, ვიბადებით და ვკვდებით მენში1. ჩვენ განვსხვავდებით მცირე სხვაობით და მსგავსება კი მეტია ჩვენში. ვამჩნევ უტყუარ სხვაობებს თითოეულ ტომსა დ გვარში, მაგრამ ჩვენ ვგავართ ერთურთს, მეგობარო, და ნაკლებია უმსგავსი ჩვენში. ჩვენ მეტად მსგავსნი ვართ, ჩემო მეგობარო, და ნაკლებია უმსგავსი ჩვენში. ჩვენ მეტად მსგავსნი ვართ, ჩემო მეგობარო, და ნაკლებია უმსგავსი ჩვენში. მაია ენჯელოუ 1.მენი- შტატი ამერიკაში Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა