Guest Merlin Posted 17 მარტი, 2021 Posted 17 მარტი, 2021 ფსიქოლოგები მშობლებს შვილებთან ურთიერთობისას ბევრ თანამედროვე მიდგომას სთავაზობენ, რომლებიც გასულ წლების და საუკუნეების პრაქტიკას (როცა შვილი იმპერატიულად მხოლოდ ჩვენი მოსაზრების შესაბამისად უნდა გაგვეზარდა), ანაცვლებს. დღეს სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ მოუსმინონ შვილებს, დაამყარონ მათთან მეგობრული ურთიერთობა და საპასუხოდაც იმავეს მიიღებენ. ეს მეგობრული დამოკიდებულებები უნდა მჟღავნდებოდეს ყველა სფეროში, მათ შორის, სწავლების დროსაც. „თუ ბავშვს მხოლოდ მაშინ ესმის თქვენი ნათქვამი, როცა ყვირით ე.ი. ურთიერთობის ამ ფორმასაა მიჩვეული, ეს ხელს უშლის სწავლაშიც, რადგან ასეთ შემთხვევაში მასწავლებელსაც მოუწევს იყვიროს და ასე გააგებინოს სათქმელი ბავშვს“, – აცხადებს ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი. მისივე თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ვესაუბრებით, რა ლექსიკას ვიყენებთ და როგორ ვუყურებთ ბავშვს. „ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ვესაუბრებით, რა ხმის ტემბრი გვაქვს, როგორ ვუყურებთ, რას ვეუბნებით მზერით – აღარ მიყვარხარ თუ პირიქით, ხომ იცი ჩემთვის რა მნიშვნელოვანი ხარ. იმისთვის, რომ მოგვისმინონ ჩვენმა შვილებმა, ჩვენც უნდა ვუსმენდეთ მათ, უნდა შევძლოთ, რომ არ დავკარგოთ კონტაქტი შვილებთან – „კონტაქტში იყავი ჩემთან და მე გიკარნახებ შენ, როგორც შვილმა, რა უნდა გააკეთო“. ბავშვს, პირველ რიგში, უნდა ვასწავლოთ საკუთარი თავის მოსმენაც. ჩვენ როგორც ვვითარდებით, იმავეს აკეთებენ ჩვენი ბავშვები“, – ამბობს ფსიქოლოგი მზიკო დალაქიშვილი. მისივე თქმით, მშობლები ხშირად ჩივიან, რომ ბავშვებს არ ესმით მშობლების, როცა საქმე ეხება მეცადინეობას. ამიტომ მნიშვნელოვანია რეჟიმის არსებობა, სადაც ბავშვის სურვილიც იქნება გათვალისწინებული. „ძალიან მნიშვნელოვანია მეცადინეობის განწყობის ჩამოყალიბება ბავშვისთვის. ამას უნდა ჰქონდეს წინა შესამზადებელი პერიოდი. რა თქმა უნდა, ბავშვის ასაკსაც აქვს მნიშვნელობა და ტემპერამენტსაც. ზოგიერთს სულ არ სჭირდება შეხსენება, ვისაც უჭირს, იმათზე რომ ვილაპარაკოთ. მნიშვნელოვანია, რომ რეჟიმი არსებობდეს. პირველია, რომ ბავშვს შევეკითხოთ, თვითონ როგორ ურჩევნია იმეცადინოს და დრო დავუკონკრეტოთ. გავარკვიოთ მისი შესაძლებლობები და მოვთხოვოთ ამის შესაბამისად“, – განაცხადა მზიკო დალაქიშვილმა. 5 რჩევა მოზარდებისგან – როგორ შევაყვაროთ მეამბოხე მოსწავლეებს მეცადინეობა 13 შეკითხვა რომელზე პასუხიც ყველა მოსწავლემ იცის, თქვენ? Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა