Jump to content
×
×
  • Create New...

შსს-მ გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავა


Recommended Posts

  • ფორუმელი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 მარტის განცხედით, სამართალდამცველებმა პარტია თავისუფალი საქართველოს წევრი გოგი წულაია თბილისში ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს და სასჯელის მაქსიმალურ ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გოგი წულაიამ ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟს, ბერა ივანიშვილს ეთერში მას შემდეგ აგინა, რაც 6 მარტს ტელევიზიით ფარული ჩანაწერები გავრცელდა, სადაც ისმის, რომ ეს უკანასკნელი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოქმედ ხელმძღვანელს, ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დაშინებასა და დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს.

საპასუხოდ, სოციალური ქსელით მოქალაქეებს წულაიას გინებისკენ მოუწოდა ქართული ოცნების დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ. საზოგადოების მხრიდან კრიტიკის შემდეგ, დეპუტატმა პოსტი წაშალა.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   521 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 520 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • Googlebot(4)