ფორუმელი Moor Posted 17 მარტი, 2021 Posted 17 მარტი, 2021 საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 17 მარტს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით – 8.5%-მდე გაზარდა და ამის მიზეზად, სხვა ფაქტორებთან ერთად, ინფლაციის ზრდის რისკები დაასახელა. ეროვნული ბანკის განცხადებით, „ამ ეტაპზე, წლის განმავლობაში, პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების საჭიროება არ იკვეთება“. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე 2020 წლის აგვისტოში შეამცირა და მას შემდეგ ოთხჯერ უცვლელად დატოვა. ეროვნული ბანკის თქმით, თებერვალში წლიური ინფლაცია 3.6% იყო და გასული წლის დეკემბრიდან ინფლაციის შემცირება მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ განაპირობა, რაც დროებითი ხასიათისაა. საქსტატი: თებერვალში წლიური ინფლაცია 3.6% იყო საქსტატი: იანვარში ქვეყნის ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა სებ-ის განცხადებით, ინფლაციის დინამიკაზე მოქმედ ფაქტორებს შორის კვლავ სახეზეა საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდა. „ამასთან, პანდემიით გამოწვეული გამოშვების შემცირების გამო პროდუქციაზე საშუალო დანახარჯები გაზრდილია, რაც ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლის კიდევ ერთი წყაროა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში. სებ-ის პროგნოზით, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4-4.5%-ის ფარგლებში იქნება და მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. ეროვნული ბანკის განცხადებით, კოვიდ-19-ის შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, მიმდინარე წელს ეკონომიკური აქტივობის ეტაპობრივი აღდგენაა მოსალოდნელი, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა ადგილობრივი მოთხოვნა იქნება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 28 აპრილს ჩატარდება. ასევე წაიკითხეთ: ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 8%-ზე დატოვა ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დატოვა ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დატოვა ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დატოვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა