Jump to content
×
×
  • Create New...

მიქელანჯელოს პიეტა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

პიეტა (იტალ. Pietà — თანაგრძნობა, ღვთისმოსაობა) — ძველ რომაულ მითოლოგიაში მშობლების მიმართ შვილის სიყვარულის განსახიერება. ლეგენდის მიხედვით, სიკვდილმისჯილი მამა (თუ დედა) ქალიშვილს ძუძუთი გამოუკვებავს და სიცოცხლე გაუხანგრძლივებია. პიეტას გამოსახავდნენ ქალის სახით, მისი ატრიბუტებია ბავშვები და წერო. პიეტას უწოდებენ აგრეთვე იესო ქრისტეს დატირების სცენებს (ღვთისმშობელი და მკვდარი ქრისტე). პიეტას სახელით არის ცნობილი მიქელანჯელოს განთქმული კომპოზიცია.

pieta-1499-basilica-di-san-pietro-vatica
michelangelos_pieta_5450_cropncleaned_ed

ხუთი საუკუნის განმავლობაში, მსოფლიოს მრავალი კუთხიდან უამრავი ადამიანი ჩადიოდა იტალიის დედაქალაქ რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში ქალწული მარიამის მკლავებზე დასვენებულ ქრისტეს ქანდაკების სანახავად. მე-15 საუკუნიდან მოყოლებული, ეს ქანდაკება არაერთი მხატვრის შეგონების წყაროდ იქცა. იგი ტოსკანის თეთრ მარმარილოშია გამოკვეთილი.

michelangelo-pieta-thumbnail-1.jpg?w=102

მიქელანჯელო იყენებდა სისწრაფეს რომ ძალიან მაღალ დონეზე გაეპრიალებინა და თითქმის შეუძლებლად გაერეალურებინა ჩვეულებრივი, ცივი ქვები. მიქალანჯელოს გენია მდგომარეობდა ასევე იმაშიც, რომ შესანიშნავად იცოდა ადამიანის ანატომია.

მიქელანჯელო ბუონაროტი

მიქელანჯელო დი ლოდოვიკო ბუონაროტი სიმონი (დ. 6 მარტი, 1475, კაპრეზე — გ. 18 თებერვალი, 1564), ცნობილი როგორც მიქელანჯელო — იტალიური რენესანსის პერიოდის მოქანდაკე, მხატვარი, არქიტექტორი და პოეტი. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების გარეთ სხვა დარგებს თითქმის არ შეხებია, ის უზადობა, რომელიც მის შემოქმედებას ახასიათებს ყველა დისციპლინაში, რომელშიც კი ოდესმე შეუქმნია, მას რენესანსის არქეტიპი ადამიანის ტიტულს ანიჭებს, მის მოპაექრე და თანამოქალაქე ფლორენციელ ლეონარდო და ვინჩისთან ერთად.

michelangelo-buonarroti-1474-1563-circa-220px-michelangelo_daniele_da_volterra_d
michelangelo-buonarroti-1474-1563-circa-

მიქელანჯელო დაიბადა ლუდოვიკო ლეონარდო ბუონაროტის ოჯახში 1475 წლის 6 მარტს ქალაქ კაპრეზში (ახლანდელი პროვინცია არეცო), ფლორენციის მახლობლად. დედამისი იყო ფრანჩესკა დე ნერი დი მინიატო დელ სერა. მას ხუთი შვილი ჰყავდა და გარდაიცვალა, როცა მიქელანჯელო მხოლოდ ექვსი წლისა იყო.
მამამისი ადგილობრივი თვითმმართველობის თავი იყო. ის სასტიკი წინააღმდეგი იყო იმისა, რომ საკუთარი შვილი მოქანდაკე ყოფილიყო და მის მომავალთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდა. ამან განაპირობა მიქელანჯელოს გადაწყვეტილება, 13 წლის ასაკში, გადასულიყო დომენიკო გირლანდაიოს სახელოსნოში, მის ასისტენტად. სადაც ის, სამი წლის განმავლობაში, ფრესკის ხელობას ეუფლებოდა და ცნობილი მხატვრების ნამუშევრების ხატვას ცდილობდა, რასაც ისე ახერხებდა, რომ ხშირად ორიგინალისაგან გარჩევა შეუძლებელი იყო. სწორედ გირლანდაიოს რეკომენდაციით სწავლობდა და მუშაობდა მიქელანჯელო, 1490−1492 წლებში, ფლორენციის იმდროინდელ მმრათველ, ლორენცო მედიჩის ვილაში. ამ პერიოდის ნამუშევრებია, „კენტავრების ბრძოლა“ და „მადონა კიბესთან“. როცა 1492 წელს მეგობარმა პოეტმა ანჯელო პოლიციანომ შეაგულიანა ბარელიეფის პირველი ესკიზი გაეკეთებინა, ოვიდიუსის „მეტამორფოზების“ XII წიგნით შთაგონებულმა მიქელანჯელომ მარმარილოში გამოკვეთა „კენტავრების ბრძოლა“. ნაწარმოების შექმნიდან სულ ცოტა ხანში მიქელანჯელომ გამოკვეთა „მადონა კიბეზე“, რომელშიც დონატელოსა და ტრადიციული წმინდა ხელოვნების სტილისტური ხერხები გამოიყენა.

220px-michelangelo_daniele_da_volterra_d
3232323-scaled-1.jpg

მიქელანჯელო რომში 1496 წლის 25 ივნისს 21 წლის ასაკში ჩავიდა.იმავე წლის 4 ივლისს, კარდინალ რაფაელ რიარიოს დავალებით მან მუშაობა ბახუსის ქანდაკებაზე დაიწყო, თუმცა კარდინალს მისი ნამუშევარი არ მოეწონა და ქანდაკებამ ადგილი ბანკირი ჯაკოპო გალის ბაღში დაიდო. რომში კარდინალმა ბილჰერეს დე ლაგრაულასმა, სან-დიონისოს აბატმა და საფრანგეთის მეფე კარლოს VIII-ს ელჩმა პაპ ალექსანდრე VI-ს კარზე, მიქელანჯელოს ქანდაკება შეუკვეთა. 1499 წელს მიქელანჯელომ დაასრულა „პიეტა“. 1501 წელს ფლორენციაში დაბრუნებულმა სენიორიის მოედნისთვის ზომების გამო „გიგანტად“ წოდებული „დავითის“ გამოკვეთა დაიწყო. ცოტა ხნის შემდეგ ტემპერით ხეზე დახატა „ტონდო დონი“, რომელიც წარმოგვიდგენს წმინდა ოჯახსა და წმინდა იოანე ნათლისმცემელს.
რომში მიქელანჯელო სანტა-მარია-დი-ლორეტოს ეკლესიის მახლობლად ცხოვრობდა. მიქელანჯელოს სახლი 1874 წელს დაანგრიეს, ხოლო შემორჩენილი არქიტექტურული ელემენტები 1930 წელს განადგურდა. მისი სახლის რეკონსტრუქცია დღისთვის იანიკულის ბორცვზე მდებარეობს.

1546 წელს მიქელანჯელო ვატიკანში დაინიშნა წმინდა პეტრეს ბაზილიკის არქიტექტორად. 1542 წელს პავლეს კაპელისთვის მუშაობა დაიწყო „სავლეს მოქცევაზე“, რასაც მოჰყვა „წმინდა პეტრეს ჯვარცმა“, რომელიც 1550 წელს დაასრულა. წმინდა პეტრეს ბაზილიკის დასრულებამდე, 1564 წელს მიქელანჯელო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სურვილის მიხედვით ის რომიდან ფლორენციაში გადაასვენეს და დაკრძალეს სანტა კროჩეს ბაზილიკაში.

dsc02316_daniele_da_volterra_-_ritratto_მიქელანჯელოს ბიუსტი გაკეთებულია მისი სიკვდილის შემდეგ აღებული ნიღბით დანიელე და ვოლტერასს მიერ, 1564.

წყარო: პიეტა,წყარო,მიქელანჯელო

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share