Guest Merlin Posted 3 თებერვალი, 2021 Posted 3 თებერვალი, 2021 მე-20 საუკუნის სამოციან წლებში წარმოშობით გერმანელი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი, ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენელი, უკვე ათწლეულებია რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. ამ პერიოდში ის სტუდენტების წინაშე არაერთი საჯარო ლექციით გამოდიოდა. ამ პოსტში გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ერთ-ერთი ასეთი გამოსვლიდან რომელშიც ფრომი ნაციონალიზმის, რასიზმის და ზოგადად ქსენოფობიის თემას ეხება და მისი გამომწვევი მიზეზებოს ფსიქოლოგიური კუთხით ახსნას ცდილობს. ახლა აქ რომ ვთქვა; მისმინეთ, ამ სამყაროში ყველაზე გადასარევი ადამიანი ვარ და შესაძლოა ასევე ვახსენო ჩემი ოჯახი, მამაჩემი, დედაჩემი… რომ ვთქვა, რომ გადასარევი ხალხი ვართ… დანარჩენი იდიოტია, ბინძური, გაუნათლებელი, მორალურად დაბალ საფეხურზე მყოფი… სათანადო ადგილს მიმიჩენდით. თუმცა, ამის მაგივრად რომ ვთქვა რომ ჩემი ერი, ჩემი რელიგია, ჩემი რასა, ჩემი პოლიტიკური რწმენა ბევრად უფრო წინაა ვიდრე ყველა დანარჩენი და ყველა დანარჩენ ერს თუ რწმენას ის მათ, თუ საკმარისად ბრძენები არიან, მოუწოდებს, მაგალითი აიღონ მისგან… ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ ბევრი ადამიანი, თუმცა, იმედი მაქვს თქვენს შორის არც ისე ბევრი, იფიქრებს რომ მსგავსი საუბარი კეთილშობილია. ძალიან რელიგიურ ან ძალიან პატრიოტ ან ძალიან ლოიალურ ადამიანდ გამოვჩნდები, რადგანაც ასეთი დარწმუნებული ვარ იმ ჯგუფის აღმატებულობაში რომელსაც მივეკუთვნები. ახლა წარმოვიდინოთ რომ ვარ ადამიანი რომელსაც დიდი ინდივიდუალური მიღწევები აქვს ან დიდი ძალაუფლება ან ბევრი ფული და ამის გამო ყველა ჩემს მიერ დასაქმებული იცინის ჩემს ხუმრობებზე. მიუხედავად იმისა რომ საშინლად სულელური ხუმრობებია, უნდა გაიცინონ და შთაბეჭდილების ქვეშ მოექცნენ იმდენად რამდენად ძალიან მდიდარი ადამიანი კარგად უნდა ხუმრობდეს. თუმცა, თუ ღარიბი, გაუნათლებელი ვარ და არაფერი გამაჩნია, სულელი უნდა ვიყო რომ საკუთარი თავი შესანიშნავად მიმაჩნდეს. თუმცა, თუ წარმოვიდგენ რომ ჩემი ჯგუფი, ჩემი რელიგია, ჩემი რასა, ჩემი პოლიტიკური პარტიაა შესანიშნავი, მაშინ ჩანაცვლების მეშვეობით, ჩემი ნარცისიზმის ობიექტად ჯგუფის გადაქცევით, ზუსტად იმ ნარცისისტულ კმაყოფილებამდე მივდივარ, რომელიც შეიძლება გამაჩნდეს ინდივიდუალური ნარცისიზმის შემთხვევაში. წყარო: https://podcasts.apple.com/us/podcast/long-reads-kieran-durkin-on-erich-fromm-marxist-humanism/id791564318?i=1000506301646 Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა