Guest Merlin Posted 4 მარტი, 2021 Posted 4 მარტი, 2021 რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში კინომცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები და ასევე ზოგადად კინოს მოყვარული სხვა პროფესიის ადამიანები მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ. ლევან აბდუშელიშვილი, კინომცოდნე, რუბრიკა 3 ფილმის ფარგლებში კინოში მონტაჟის როლზე ფოკუსირდება. ამ მიმართულებით მაქსიმალურად ფართო სპექტრის აღსაწერად ის სრულიად სხვადასხვა ეპოქის ფილმებს ირჩევს და საუბრობს იმაზე თუ რა ხერხებს მიმართავენ სხვადასხვა ავტორები ამბის მოსათხრობად. ლევანის მიერ გარჩეული ფილმებია ფრიც ლანგის 1927 წლის მეტროპოლისი, მიქელანჯელო ანტონიონის 1966 წლის ფოტოგადიდება და აპიტჩატპონგ ვირასეტაკულის 2006 წლის სინდრომები და საუკუნეა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა