Guest Merlin Posted 15 მარტი, 2021 Posted 15 მარტი, 2021 რუბრიკა სამი წიგნი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში ავტორები, კრიტიკოსები, მკვლევრები და ზოგადად ლიტერატურის მოყვარულები, იქნება ეს მხატვრული თუ არამხატვრული ლიტერატურა, მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და სხვადასხვა წიგნებში არსებულ თემებს განიხილავენ. ტოტალიტარულ წყობებს ერთმანეთთან როგორც საერთო, ასევე განმასხვავებელი ნიშნები გააჩნიათ. ამის თქმა მეოცე საუკუნეში არსებულ არაერთ რეჟიმზეც შეიძლება. ნიკო ქელბაქიანი, აღმოსავლეთმცოდნე და ირანისტი, გასული საუკუნის სამ მაგალითს, სტანილისტურ რეპრესიებს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მხრიდან ოთხმოციან წლებში ოპოზიციის, მათ შორის კომუნისტებისა და რეჟიმის სხვა მოწინააღმდეგეების, დევნას და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში შტაზის ფენომენს მიმოიხილავს. გარდა იმისა რომ ნიკო სამივე მაგალითზე ინდივიდუალურად საუბრობს, ის ასევე გამოყოფს საერთო ნიშნებს, რომელიც ამ სამ მოვლენას ერთმანეთთან აკავშირებს. სამი წიგნი რომელზეც ნიკო საუბრობს დონალდ რეიფილდის “სტალინი და მისი ჯალათები”, ერვანდ აბრაჰამიანის “წამებით მიღებული აღიარებანი” და ანა ფანდერის “შტაზილენდია” Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა