Jump to content
×
×
  • Create New...

ნიკო ქელბაქიანი | ტოტალიტარიზმი და ტრავმა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

რუბრიკა სამი წიგნი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში ავტორები, კრიტიკოსები, მკვლევრები და ზოგადად ლიტერატურის მოყვარულები, იქნება ეს მხატვრული თუ არამხატვრული ლიტერატურა, მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და სხვადასხვა წიგნებში არსებულ თემებს განიხილავენ.

ტოტალიტარულ წყობებს ერთმანეთთან როგორც საერთო, ასევე განმასხვავებელი ნიშნები გააჩნიათ. ამის თქმა მეოცე საუკუნეში არსებულ არაერთ რეჟიმზეც შეიძლება. ნიკო ქელბაქიანი, აღმოსავლეთმცოდნე და ირანისტი, გასული საუკუნის სამ მაგალითს, სტანილისტურ რეპრესიებს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მხრიდან ოთხმოციან წლებში ოპოზიციის, მათ შორის კომუნისტებისა და რეჟიმის სხვა მოწინააღმდეგეების, დევნას და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში შტაზის ფენომენს მიმოიხილავს. გარდა იმისა რომ ნიკო სამივე მაგალითზე ინდივიდუალურად საუბრობს, ის ასევე გამოყოფს საერთო ნიშნებს, რომელიც ამ სამ მოვლენას ერთმანეთთან აკავშირებს. სამი წიგნი რომელზეც ნიკო საუბრობს დონალდ რეიფილდის “სტალინი და მისი ჯალათები”, ერვანდ აბრაჰამიანის “წამებით მიღებული აღიარებანი” და ანა ფანდერის “შტაზილენდია”

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   158 all people including: 0 წევრი, 3 ანონიმური, 155 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(25)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(17)
    • Facebookexternalhit(6)