Jump to content
×
×
  • Create New...

თბილისის კინოფესტივალზე სანახავი ხუთი ფილმი


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

წლევანდელ თბილისის კინოფესტივალს, რომელიც 14-20 დეკემბერს ჩატარდება, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეს 2020-ში ინტერნეტი უმასპინძლებს. ფესტივალის დაწყებამდე ჩვენს სელექციას გთავაზობთ, თუმცა, თუ წლების განმავლობაში ბევრად მეტ ფილმის ნახვას გირჩევდით, წელს ამ ტრადიციას ვარღვევთ და მხოლოდ ხუთ ნამუშევარს გამოვყოფთ. საქმე ისაა რომ 21-ე ფესტივალზე გაცილებით ნაკლები ფილმია წარმოდგენილი ვიდრე პანდემიამდე წლებში.
თუ აქამდე სიის შესადგენად ასზე მეტი ფილმიდან გვიწევდა, წელს მაყურებელს შეზღუდული დროის განმავლობაში ინტერნეტში სულ 20 ფილმის ნახვის საშუალება ექნება, შესაბამისად ჩვენი სიაც პროპორციულად შემცდირდა.
სრული სიის ნახვა აქ შეგიძლიათ, ფესტივალის შესახებ დამატებით ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ფესტივალის ფეისბუქ გვერდს ეწვიოთ, ლიტაგორას მიერ რეკომენდირებული ფილმები კი ასეთია.

თრობა/Druk
რეჟისორი: ტომას ვინტერბერგი
ქვეყანა: დანია/შვედეთი/ნიდერლანდები
ხანგრძლივობა: 117 წთ.
როდის: 14-16 დეკემბერი

ტომას ვინტერბერგის როგორც რეჟისორის და მედ მიკელსენის როგორც მთავარი როლის შემსრულებლის ტანდემი მაყურებლის მოსაზიდად დამატებით რეკლამას ალბათ არ საჭიროებს. “თრობა” დრამა და ამავროულად კომედია ერთგვარი კვლევაა ალკოჰოლის გავლენაზე ადამიანზე. ფილმის სიუჟეტის მიხედვით შუახნის ასაკის მეგობრები გარკვეული ალკოთეორიის დატესტვას გადაწყვეტენ და დალევას ყოველდღიურ რეჟიმში იწყებენ

Never Gonna Snow Again/აღარასოდეს მოთოვს
რეჟისორი: მალგოჟატა შუმოვსკაია
ქვეყანა: პოლონეთი/გერმანია
ხანგრძლივობა: 113 წთ.
როდის: 18-20 დეკემბერი

ფილმის მთავარი პერსონაჟი, ჟენია, უკრაინელი ემიგრანტია რომელიც პოლონეთში მასაჟისტად მუშაობს და მდიდარ კლიენტებს ემსახურება. კლიენტებს ჟენია ზოგჯერ სასწაულმოქმედის დანახვა და მისთვის საკუთარი მარტოობის და გულიტკვილის გაზიარება სურთ

უნდინე/Sniegu juz nigdy nie bedzie 
რეჟისორი: კრისტიან პეტცოლდი, მიხალ ენგლერტი
ქვეყანა: გერმანია/საფრანგეთი
ხანგრძლივობა: 113 წთ.
როდის: 15-17 დეკემბერი

აწ უკვე კრიტიკოსებისგან აღიარებული გერმანელი რეჟისორი კრისტიან პეტზოლდის ფილმი სიუჟეტს მითოსიდან სესხულობს, ამაზე ფილმის სათაურიც მიუთითებს. ფილმის მთავარი გმირი, უნდინე, ბერლინის ურბანულ განვითარებაზე ლექციებს კითხულობს, შეყვარებულია კაცზე, მაგრამ ღალატის შემდეგ, წყალს უბრუნდება

ცეცხლში/Im Feuer
რეჟისორი: დაფნე ჩარიზანი
ქვეყანა: გერმანია/საბერძნეთი
ხანგრძლივობა: 93 წთ.
როდის: 15-17 დეკემბერი

“ცეცხლში” ომით დაშორებული დების შესახებ მოგვითხრობს. მთავარი პერსონაჟი წარმოშობით ქურთია, რომელიც გერმანულ ჯარში მსახურობს და ერაყში მოსახილესეობრივ მისიაზე სინამდვილეში დაკარგული დის მოსაძებნად ეწერება, რის შესახებ არავინ უნდა გაიგოს

ვაშლები/Mila
რეჟისორი: ხრისტოს ნიკუ
ქვეყანა: საბერძნეთი/პოლონეთი/სლოვენია
ხანგრძლივობა: 91 წთ.
როდის: 18-20 დეკემბერი

“ვაშლების” სიუჟეტი უჩვეულო სამყაროში ვითარდება, რომელიც გაბრიელ გარსია მარკესის მარტოობის ასი წელიწადიდან იმ ეპიზოდს გვახსენებს, რომელშიც ადამიანები საგნების სახელებს ივიწყებენ. თუმცა, ვაშლებში მდგომარეობა გაცილებით მძიმე ჩანს, აქ პანდემია მძვინვარებს, სადაც ადამიანები მეხსიერებას და მასთან ერთად იდენტობას კარგავენ. ფილმის ცენტრალური ფიგურა არისია, რომელსაც შექმნილ ვითარებაში ახალი იდენტობის შექმნა უწევს

თბილისის კინოფესტივალი 2019 – შთაბეჭდილებები

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   110 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 110 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • Googlebot(6)
    • YandexBot(1)