Jump to content
×
×
  • Create New...

10 მემარცხენე ფილმი, რომელიც ფილმადაც ვარგა


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ავტორი: ბესო გვენეტაძე

ბოდიში შეწუხებისთვის / Sorry to Bother You / 2018
ამბავი გაუცხოებასა და კლასობრივ ბრძოლაზე ამერიკულ ოფისში. საინტერესო ფაქტი: მას შემდეგ, რაც ფილმი ერთ-ერთ ამერიკულ კინოთეატრში აჩვენეს, მისმა თანამშრომლებმა პროფკავშირი ჩამოაყალიბეს და შრომითი უფლებებისთვის ბძოლა დაიწყეს.
ფილმის რეჟისორი ამერიკელი კომუნისტი რეპერი, ბუთს რაილია. ერთ-ერთ ფესტივალზე გამარჯვებისას მან ტრიბუნა იმისთვის გამოიყენა, რომ სამადლობელ სიტყვაში ვენესუელაში მიმდინარე აშშ-ს მხარდაჭერილი გადატრიალება დაეგმო

დარჩენილი დრო / The Time That Remains / 2009
პალესტინელი რეჟისორის ფილმი პალესტინის ოკუპაციაზე. ელია სულეიმანი უეს ანდერსონისნაირ ფილმებს უეს ანდერსონამდე იღებდა

წვიმაც / Even the Rain / 2010
მასზედ, რომ ნეოკოლონიალიზმი კოლონიალიზმის ტოლფასია

უხილავი გმირები / Invisible Heroes / 2019
სერიალია, მაგრამ კარგია. ფინურ-ჩილეური კოპროდუქცია ახალგაზრდა დიპლომატებზე გვიყვება, რომლებმაც 1973 წლის გადატრიალების შემდეგ კომუნისტები შეიფარეს. სხვა თუ არაფერი, ვიქტორ ხარას ფინურ ენაზე მოუსმენთ

არა / No / 2012
ჩილეში იმ გადატრიალებიდან 15 წლის თავზე (ალბათ, არაფრისმომცემი) რეფერენდუმი ჩატარდა, რომელსაც წინ მარკეტინგული კამპანია უძღოდა. ნამუშევარი ფირზეა გადაღებული, რასაც, გარდა იმისა, რომ რეჟისორის ხელწერაა, პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს: ისტორიულ კადრებთან ჰარმონიაში ყოფნის

მრისხანე / Godard Mon Amour / 2018
საფრანგეთი, 1968 წლის პროტესტი. ახალგაზრდა გოდარის ბურჟუა აქტივიზმი და შემოქმედებითი კრიზისი

თაღლითობა მაიამიში / Wasp Network / 2019
ნამდვილი ამბავი კუბელ აგენტებზე, რომლებიც 90-იანებში თავიანთ ქვეყანას ამერიკაში დაფუძნებული ტერორისტებისგან იცავდნენ. ფილმში ესპანურენოვანი სამყაროს მსახიობების თანავარსკვლავედს ნახავთ. იქვეა „ნარკოსში“ პაბლო ესკობარის განმასახიერებელი ბრაზილიელი ვაგნერ მოურაც. ვეგანური დიეტით ისეთი გამხდარია, შეიძლება ვერც იცნოთ

მარიგელა / Marighella / 2019
ვაგნერ მოურამ ამასობაში საკუთარი ფილმის გადაღებაც მოასწრო. მისი სარეჟისორო დებიუტის გმირი კარლოს მარიგელაა, ბრაზილიელი მარქსისტ-ლენინისტი, რომელიც 60-იან წლებში სამხედრო დიქტატურას ებრძოდა.
ფილმს IMDb-ზე კასტროფულად დაბალი შეფასება აქვს, რის უკანაც ბოლსონაროს ხელისუფლების ფაშისტურად განწყობილი მხარდამჭერების თავდასხმა დგას

მოტოციკლისტის დღიურები / The Motorcycle Diaries / 2004
„ისიამოვნეთ, იმიტომ, რომ აწი ასეთ ფილმებს აღარ გადაიღებენ“, – ეუბნებოდა ხოლმე ფილმის რეჟისორი მსახიობებს გადასაღებ მოედანზე. სიუჟეტი ეხება ახალგაზრდა ჩე გევარასა და მისი მეგობრის მოგზაურობას, რომელსაც დიდი როლი ექნება მომავალი რევოლუციონერის ფორმირებაში. ფილმს არგენტინელი ნიაზ დიასამიძის, გუსტავო სანტაოლაიას მუსიკა ამშვენებს

მხარდამხარ / Tay trong Tay / 1987
თენგიზ მალანიას მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი საქართველოს როლზე ომის შემდგომი ვიეტნამის აღმშენებლობაში. ეს ურთიერთობა პერიფერიული სამყაროს ხალხების სოლიდარობის გულისამაჩუყებელი მაგალითია. „ასეთ ერთსულოვნებას მართლაც რომ ძალუძს აღმა ატაროს ბობოქარი მდინარეები“

მსგავს თემაზე

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share