Jump to content
×
×
  • Create New...

2020 წლის ათი საუკეთესო კომპოზიცია


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

შარშან ლიტაგორაზე პოპ მუსიკაში გამოსულ მუსიკალურ ნაწარმოებებისგან ათეულის შექმნის პრეცედენტს ჰქონდა ადგილი. წელს ამ წამოწყების გაგრძელება გადავწყვიტეთ. ლიტაგორას ფბ გვერდზე წლის განმავლობაში ახალ კომპოზიციებს ვათავსებდით, სრული ფლეილისთის ნახვა აქ შეგიძლიათ. ამ პოსტში წარმოდგენილი სელექცია კი სწორედ ამ ფლეილისთს ეფუძნება

10.
Blue October – Moving On (So Long) 
ქვეყანა: ა.შ.შ.

ამ სიის მეათე პოზიციაზე თავისუფლად შეიძლება ყოფილიყო ამავე ჯგუფის Oh My My, სიმღერა წელს გამოსული ალბომიდან, თუმცა, საბოლოო ჯამში არჩევანი ამ კომპოზიციაზე შევაჩერეთ

9.
Sirotkin – Планы на это лето 

ქვეყანა: რუსეთი

ზამთარში შედგენილ ათეულში გვსურდა რაღაც ზაფხულიდან დაგვრჩენოდა. მეცხრე პოზიცია სიმღერას რომლის კლიპიც 31 აგვისტოს გამოვიდა

8.
Of Monsters and Men – Visitor
ქვეყანა:
ისლანდია

ნანა ბრინდისის სუსხიანი და ამავდროულად თბილი ხმა როკ ვაიბის ფონზე განსაკუთრებულ კომპოზიციას ქმნის

7. CocoRosie – Restless
ქვეყანა:
საფრანგეთი/ა.შ.შ.

პოპ მუსიკის სტაჟიანი მსმენელები CocoRosie-ს წლევანდელ აქტიურობას გულგრილად ვერ ჩაუვლიდნენ, ვერც ჩვენ

6.
Baxter Dury – I’m Not Your Dog
ქვეყანა:
გაერთიანებული სამეფო

წლის დასაწყისში ინგლისელმა ბაქსტერ დიურიმ მდიდარი ვოკალით და ფრანგულენოვანი მისამღერით ათეულში მე-6 ადგილზე მოსახვედრად საკმარისი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე

5.
Declan McKenna – The Key to Life on Earth 
ქვეყანა:
გაერთიანებული სამეფო

კიდევ ერთი არტისტი რომლის წელს გამოსულ არაერთ კომპოზიციას შეეძლო ათეულში ადგილის დაკავება. აქ Rapture შეიძლება  ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ამ კომპოზიციისკენ გადაიხარა

4.
Glass Animals – Dreamland
ქვეყანა:
გაერთიანებული სამეფო

იმედი გვაქვს კოვიდ-19 მომავალში მხოლოდ მოგონებად დაგვრჩება. Glass Animals-ის ეს კომპოზიცია, უფრო სწორედ კლიპი, კი გაგვახსენებს თუ როგორ შიძლება არტისტი იზოლაციას შემოქმედებითად მიუდგეს და საკუთარ ბინისგან არაფერზე ნაკლები სტუდია შექმნას

3.
New Order – Be a Rebel
ქვეყანა:
გაერთიანებული სამეფო

New Order-ს ავთენტურობას და ამდენი წლის შემდეგ საკუთარი სტილისადმი ერთგულებას მაგრამ ამავდროულად აქტუალობის არ დაკარგავას ვუფასებთ

2.
She Past Away – Durdu Dünya (Boy Harsher Remix)
ქვეყანა:
თურქეთი/ა.შ.შ

She Past Away – Durdu Dünya – ს 2019 წლის კომპოზიციაა, მაგრამ ფორმალობისადმი გვერდის ავლა ორიგინალის 2020 წლის ბოი ჰარშერის რემიქსის აღნიშვნით გადავწვიტეთ

1.
The Strokes – At The Door
ქვეყანა:
ა.შ.შ.

The Strokes-ის 2020 წლის მუსიკალური მოვლენაა არაერთი გრძნობის მაპროვოცირებელი კომპოზიციით, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯგუფის წელს ყველაზე ადრე გამოსულმა კლიპმა მიგვაღებინა, კლიპმა რომელიც აბსოლუტურ ჰარმონიასთანაა მუსიკასთან   

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   161 all people including: 1 წევრი, 2 ანონიმური, 158 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(28)
    • YandexBot(12)
    • Googlebot(4)
    • t-90
    • Facebookexternalhit(4)