ფორუმელი Lollygag Posted 22 დეკემბერი, 2020 Posted 22 დეკემბერი, 2020 ახალ წელს ტრადიციისავით მექცა ,,ფანი და ალექსანდრის" ყურება. ვიცი, რომ უფრო მეტია ვიდრე ,,საახალწლო ფილმი", მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია მხოლოდ ახალწელს ვუყურებ. ზუსტად ახლა ვაპირებდი ფილმის ჩართვას და ამ თემის გახსნის იდეაც გამიჩნდა. ბიოგრაფია რეჟისორი, სცენარისტი და მწერალი ინგმარ ბერგმანი ცხოვრებაშივე იქცა კლასიკოსად. ინტერესი კინემატოგრაფიისა და თეატრალური ხელოვნების მიმართ რეჟისორს ბავშვობაშივე გაუჩნდა, როდესაც საშობაო საჩუქრად მისმა უფროსმა ძმამ კინოპროექტორი მიიღო. სწორედ ამ დროს გაჩნდა მისი პირველი მულტიპლიკაციური ფილმებიც. ბერგმანი სტოკჰოლმის უნივერსიტეტში ლიტერატურასა და ხელოვნების ისტორიას სწავლობდა, თუმცა უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია, რადგან მთელ დროს ახალგაზრდულ თეატრში თამაშს უთმობდა. სახლიდან წასვლის შემდეგ ბერგმანი რეჟისორის ასისტენტი გახდა,1940-იანების შუა წლებიდან კი თავად დაიწყო სცენარების წერა და ფილმების გადაღება. მსოფლიო აღიარება1950-1960-იან წლებში შემდეგმა ფილმებმა მოუტანა. ფილმოგრაფია: 1955 — ზაფხულის ღამის ღიმილი (Sommarnattens leende) 1957 — მეშვიდე ბეჭედი (Det sjunde inseglet) 1958 — მარწყვის მდელო (Smultronstället) 1958 — ცხოვრების ზღვარზე (Nära livet) 1960 — ქალიშვილის წყარო (Jungfrukällan) 1961 — დაბურული შუშის მიღმა (Såsom i en spegel) 1963 — სიჩუმე (Tystnaden) 1966 — პერსონა (Persona) 1968 — სირცხვილი (Skammen) 1972 — ჩურჩული და კივილი (Viskningar och rop) 1973 — სცენები ქორწინებიდან (Scener ur ett äktenskap) 1975 — ჯადოსნური ფლეიტა (Trollflöjten) 1976 — პირისპირ (Ansikte mot ansikte) 1978 — შემოდგომის სონატა (Höstsonaten) 1982 — ფანი და ალექსანდერი (Fanny och Alexander) ცოტა უცნაურია, მაგრამ ბერგმანი ჩემთვის ბავშვობასთან ასოცირდება, არადა ,,საბავშვო ფილმებს" ნამდვილად არ იღებდა. მაგრამ ტელევიზორში კი გადიოდა და მეც ვუყურებდი. სამი ფილმი მიყვარს, განსაკუთრებით: ,,ჩურჩული და კივილი", ,,პერსონა" და ,,სიჩუმე". და რა თქმა უნდა, ,,ფანი და ალექსანდერი", მეოთხედ. მოდით, ამ თემაში ვისაუბრობთ ბერგმანზე, საყვარელ ფილმებზე, კადრებიც დავდოთ და საინტერესო ამბებიც გავიხსენოთ. მისი ,,ლატერნა მაგიკაც" წავიკითხე, მაგრამ ამ ეტაპზე რამე განსაკუთრებული ამბავი წიგნიდან ვერ გავიხსენე გარდა იმისა, რომ სტრინდბერგი უყვარდა. კიდევ თუ გამახსენდა რამე, დავწერ. საინტერესოა, რომ თავადე ბერგმანისთვის ფილმი სიზმარივით იყო: Quote “ფილმი სიზმარივითაა. ფილმი მუსიკასავითაა. არც ერთი სხვა სახეობა ისე არ აღწევს სულის სიღრმეებში, როგორც კინოხელოვნება. მხედველობის ნერვის მცირედი გაღიზიანება, შოკის ეფექტი: ოცდაოთხი ამონათებული კადრი წამში, მათ შორის კი სიბნელეა, თუმცა მხედველობის ნერვი მის აღქმას ვერ ასწრებს.” მისი სხვა ფრაზებიც საინტერესოა: Spoiler О СЕБЕ В молодости я был очень неприятным молодым человеком. И если бы сейчас я встретил молодого Ингмара, я бы сказал: «Ты очень талантлив, и я постараюсь тебе помочь, но я не хочу иметь с тобой ничего общего». ОБ ОТНОШЕНИЯХ МЕЖДУ ЛЮДЬМИ Индивидуалисты могут смотреть друг другу прямо в глаза и при этом отрицать существование друг друга. *** В отношениях с другими мы преследуем две цели: инстинктивно стремимся к сближению и вместе с тем пытаемся сохранять безопасную дистанцию. Только контакт с другим помогает нам принять факт нашего полного одиночества. *** Чем старше я становлюсь, тем больше думаю о своей матери. *** Только благодаря друг другу мы чувствуем себя живыми, даже если часто это причиняет боль. *** Охваченные собственными тревогами, мы часто ходим кругами, не способные различать добро и зло. *** Как говорила моя мать, нужно уметь справляться со всем в одиночку. В ПОИСКАХ ОТВЕТОВ НА ЭКЗИСТЕНЦИАЛЬНЫЕ ВОПРОСЫ В молодости меня страшила смерть. Теперь я понимаю, жизнь — всего лишь свет, который однажды погаснет, и ради этого не нужно поднимать шум. *** Старость похожа на подъем в гору. И чем выше ты поднимаешься, тем сложнее и тяжелее становится идти, но с каждым уступом перед тобой открывается все более заманчивый вид. *** Я надеюсь, что никогда не стану настолько старым, чтобы стать религиозным. *** У тоски есть поразительное свойство. Она настигает сразу же, стоит лишь попытаться дать ей определение. *** Когда мы умираем, мы просто гаснем, из бытия становимся небытием. *** Я живу в собственных фантазиях, из которых делаю короткие вылазки в реальность. О КИНО И ТВОРЧЕСТВЕ Я всегда живу искусством, но никогда собственной жизнью. *** Во время просмотра кино мы целиком отдаемся во власть воображения и позволяем фильму воздействовать на наши чувства. *** Работая над новой картиной, сперва я собираю как можно больше материала. Затем я пытаюсь потопить айсберг моих идей, позволяя всплыть на поверхность лишь некоторым из них. *** Фильм подобен сну. Ни одно искусство не способно обратиться к нашей совести, к самым темным и потаенным уголкам нашей души так, как это делает фильм. *** Снять кино — значит создать целую вселенную. მოკლედ, ვისაც გიყვართ ამ კაცის ფილმები, მოდით, გავარჩიოთ და ვისაუბროთ. 1 Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა