Jump to content
×
×
  • Create New...

Nomadland-ის ტრიუმფი და დამარცხებული დევიდ ფინჩერი


Recommended Posts

  • ფორუმელი

საუკეთესო დრამატული ფილმის კატეგორიაში ოქროს გლობუსის მფლობელი “მომთაბარეთა მიწა” გახდა.

დამოუკიდებელმა დრამამ ჯამში ორი ჯილდო მოიპოვა. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ოქროს გლობუსი ფილმის რეჟისორს, ქლოე ჟაოსაც გადასცა. ჟაო ბარბრა სტრეიზანდის შემდეგ პირველი ქალი გახდა, რომელმაც ოქროს გლობუსი მოიპოვა, ხოლო თავად Nomadland დრამატული ფილმის კატეგორიაში ქალი რეჟისორის მიერ გადაღებული ერთადერთი გამარჯვებული ნამუშევარია.

“მომთაბარეთა მიწა” თანამედროვე ამერიკაში არსებული მომთაბარე ცხოვრების წესით მცხოვრები ადამიანების სუბ-კულტურას ეხმიანება. სურათში მთავარ როლს ფრენსის მაკდორმანდი ასრულებს.

Nomadland-მა არაერთი პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის ვენეციის კინოფესტივალის “ოქროს ლომი” მოიპოვა.

ჯილდოს გარეშე დარჩა დევიდ ფინჩერის ბიოგრაფიული დრამა “მანკი”, რომელსაც ყველაზე მეტი, შვიდი ნომინაცია ჰქონდა მიღებული.

The post Nomadland-ის ტრიუმფი და დამარცხებული დევიდ ფინჩერი appeared first on filmmaker.ge.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   202 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 201 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • YandexBot(21)
    • Googlebot(3)
    • Facebookexternalhit(1)
    • ASIA