Jump to content
×
×
  • Create New...

დენი ვილნიოვის 10 საყვარელი ფილმი


Recommended Posts

  • ფორუმელი

წარმოგიდგენთ თანამედროვე კინოს ერთერთი დიდოსტატის, დენი ვილნიოვის 10 საყვარელ ფილმს. ჩამონათვალში შევიდა ის ფილმები, რომლებიც რეჟისორმა სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა გამოცემებთან ინტერვიუებში საყვარელ ნამუშევრებად მოიხსენია.

შვიდი სამურაი

“შვიდ სამურაიში” კუროსავას ძალადობისადმი მიდგომა ძალიან ორიგინალურია. სურათში მრავალი სცენაა, რომელშიც ძალადობას ელოდები, მაგრამ ბოლო მომენტში არაფერი ხდება. მთელი ფილმის განმავლობაში ძალიან დაძაბული ვიყავი. გახსოვთ ორი სამურაი ბანდიტებს რომ ელოდება? მათ იციან რომ ბოროტმოქმედები მოდიან, მაგრამ უბრალოდ იცდიან, ხვდები რომ ძალადობა გიახლოვდება”. – აღნიშნავს ვილნიოვი Den of Geek-თან ინტერვიუში “სიკარიოზე” საუბრისას.

თავბრუსხვევა

“მტერზე” მუშაობისას ჩემი ინსპირაციის წყარო ჰიჩკოკის “თავბრუსხვევა” იყო. ძალიან მიყვარს, ყველა დროის ერთერთი საუკეთესო ფილმი მგონია. ეს არის კინოს ძალა, პოეზია. ჰიჩკოკი ჩემი შემოქმედების გამორჩეული ინსპირატორია, თრილერებს მისი გავლენით ვიღებ”. – ამბობს Filmmaker.ge-სთან ინტერვიუში რეჟისორი.

2001: კოსმოსური ოდისეა

“2001: კოსმოსური ოდისეა” პირველად კიბეზე ჩამომჯდარმა ვნახე, როდესაც ძალიან პატარა ვიყავი. ზრდასრულ ასაკში “ოდისეა” კიდევ ბევრჯერ გადავაფასე. ფესტივალზე 70 მილიმეტრიანი ვერსიის ხილვის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დადგა. სამეცნიერო ფანტასტიკა საინტერესო ჟანრია, იმიტომ, რომ პრობლემატური სოციალური ასპექტების შესახებ საუბარი, როგორიც მაგალითად რელიგიაა, მეტი დისტანციურობითა და თავისუფლებით არის შესაძლებელი”. – ასე შეაფასა სტენლი კუბრიკის შედევრი რეჟისორმა 2018 წლის კანის საერთაშორისო ფესტივალზე.

მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები

“კვებეკის პატარა სოფელში გავიზარდე, ძირითადად ამერიკულ კინოს ვუყურებდი. სტივენ სპილბერგი გენიოსია, რომლის ნამუშევრებმა არაერთხელ ჩამაგდო შოკში – “ყბები”, “უცხოპლანეტელი” და “მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები”. ამ უკანასკნელში ფრანსუა ტრიუფო მეორეხარისხოვან როლს ასრულებს, სპილბერგის დახმარებით აღმოვაჩინე უდიდესი მიმდინარეობა, რომელსაც ახალი ფრანგული კინოს სახელით ვიცნობთ”. – ამბობს ვილნიოვი IndieWire-თან ინტერვიუში.

დანის პირზე მორბენალი

რა გასაკვირია, რომ “დანის პირზე მორბენალი” რეჟისორის საყვარელი ფილმია, ლეგენდარული სამეცნიერო ფანტასტიკის გაგრძელება 2017 წელს ვილნიოვმა გადაიღო.

“სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმების სრული უმრავლესობა სუფთა, სტერილური მომავლის სამყაროს ხედვაა, “დანის პირზე მორბენალის” მომავლის სამყარო წარსულის საუკუნოვანი მტვრით არის დაფარული, სწორედ ეს მონატრებული ატმოსფერო მინდოდა გამეცოცხლებინა გაგრძელებაში”. – გვიზიარებს შთაბეჭდილებებს Time-სთან ინტერვიუში რეჟისორი.

სიყვარული ბოროტია

New York Times-სთან ინტერვიუში ვილნიოვმა ალეხანდრო ინარიტუს “სიყვარული ბოროტიას” 21-ე საუკუნის საუკეთესო ფილმის სტატუსი მიანიჭა. სურათმა კანის საერთაშორისო კინოფესტივალის კრიტიკოსთა ჯილდო მოიპოვა, ასევე BAFTA-ს რჩეული გახდა კატეგორიაში “საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი”. “სიყვარული ბოროტია” ინარიტუს სიკვდილის ტრილოგიის პირველი ნაწილია, მეორე და მესამე ნაწილები “21 გრამი” და “ბაბილონია”.

დოგვილი

“უკედლებო გადასაღები მოედნის იდეა გენიალურია. ლარს ფონ ტრიერის “დოგვილი” მიმდინარე საუკუნის ერთერთი საუკეთესო ნამუშევარია”. – 2003 წლის გახმაურებული სურათი ვილნიოვმა ასე შეაფასა.

ნავთობი

“ამ ფილმის გავლენა დღემდე მაფორიაქებს. ფილმში რამდენიმე კონკრეტული კადრია, რომელმაც პირდაპირ თავის ქალაში ტყვიასავით გამიარა და ჩემი ტვინის ნაწილაკებით კედლები მოსვარა. სცენა, რომელშიც დენიელ დეი-ლუისის პერსონაჟი ინათლება “ნავთობს” ჩვენი დროის კლასიკად აქცევს”. – ასეთი ემოციური სიტყვებით ლაპარაკობს რეჟისორი New York Times-ის ინტერვიუში.

ეშვი

“ეშვის სიგიჟემ ის შთაგონება მომცა, რომელსაც წლები ვეძებდი. ლანთიმოსი ალბათ თანამედროვეობის ერთერთი ყველაზე საინტერესო რეჟისორია. დღემდე ვერ ვიკავებ სიცილს, როდესაც ვხედავ ზრდასრული ადამიანები, როგორ დასდევენ სახლის ეზოში “ჩამოვარდნილ” თვითმფრინავებს”. – ამბობს დენი ვილნიოვი.

წინასწარმეტყველი

“სლოუ მოუშენით გადაღებული შველთან დაჯახების სცენა, განვლილი დეკადის ყველაზე ძლიერ კინემატოგრაფიულ კომპოზიციად მივიჩნევ”. – ამ სიტყვებით შეაფასა ჟაკ ოდიარის დრამა რეჟისორმა.

The post დენი ვილნიოვის 10 საყვარელი ფილმი appeared first on filmmaker.ge.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
On 3/11/2021 at 2:34 AM, Moor said:

იყვარული ბოროტია

New York Times-სთან ინტერვიუში ვილნიოვმა ალეხანდრო ინარიტუს “სიყვარული ბოროტიას” 21-ე საუკუნის საუკეთესო ფილმის სტატუსი მიანიჭა. სურათმა კანის საერთაშორისო კინოფესტივალის კრიტიკოსთა ჯილდო მოიპოვა, ასევე BAFTA-ს რჩეული გახდა კატეგორიაში “საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი”. “სიყვარული ბოროტია” ინარიტუს სიკვდილის ტრილოგიის პირველი ნაწილია, მეორე და მესამე ნაწილები “21 გრამი” და “ბაბილონია”.

მახსოვს თავის დროზე ჩემზეც დიდი გავლენა მოახდინა ამ ფილმმა და საერთოდ ინიარიტუ მევასება :fofo: ესთეტია

ნუ დოგვილი ხო ვაუვ არის მარა ნავთობში სცენაა დენიელ დეი ლუისის სტერიული შემოტევის ეგ რო ითამაშო და მერე კიდევ ნორმალური იყო? პრინციპში მგონი მის მერე ტაიმაუტი აიღო თუ სამუდამოდ წავიდა, დაჟე ფსიქოთერაპია დამჭირდაო... მოკლედ რამდენიმე ფილმი კაია მარა 50 პროცენტი ბანძი გემოვნება აქვს...

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share