ფორუმელი Moor Posted 18 დეკემბერი, 2020 Posted 18 დეკემბერი, 2020 სასოწარკვეთილნი, ესთეტიკისა და პოეტური კინოს ძიებაში ბევრ სხვადასხვა ავტორს ვაწყდებით ევროპაში, ამერიკაში და განუწყვეტლივ ვეძებთ იმას, რაც დიდი ხანია მსოფლიოს ყველაზე ცნობილ კინოინდუსტრიებს აღარ უნახავს, ამ უთავბოლო ძიებაში ვაწყდებით აზიას – კონკრეტულად კი სამხრეთ კორეას, მის ერთ-ერთ გამორჩეულ ავტორს, მის ყველაზე მარტივ და ამავდროულად ღრმა პოეზიით გაჟღენთილ ფილმებს. ეს ავტორი ჰონგ სან სუა. წელს, ბედნიერება გვქონდა თბილისის კინო ფესტივალზე ამ გამორჩეულად საინტერესო ავტორის ახალი სურათი “ქალი, რომელიც გაიქცა” გვენახა. ეს არც მორბენალი ლოლაა, რომლის სათაური მოქმედებისა და განუწყვეტელი მოძრაობის ასოციაციას გვიჩენს და არც რომელიმე მუდმივად სტატიკაში მყოფი პერსონაჟის ამბავი. ეს ფილმი არის ადამიანზე, რომელიც არც მირბის და არც სტატიკაშია, არც აწმყოშია, არც წარსულში და არც მომავალში. ფილმის მთავარი პერსონაჟი ახალგაზრდა, დაოჯახებული ქალია, რომელიც სამ ძველ მეგობარს ხვდება, სანამ მისი ქმარი მივლინებაშია. ერთი შეხედვით ძალიან მარტივად და პრიმიტიულად ჟღერს. სწორედ ასეთივე მარტივი და პრიმიტიულია გადაღების ტექნიკაც. ძირითადად სტატიკა, ფაქტობრივად უმოძრაობა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისსა და ფილმის ერთ-ერთ დამახასიათებელ სამონტაჟო ელემეტს- დაზუმებას, რომელსაც განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. ფილმში არაფერია გადაპრანჭული, შელამაზებულიც კი. ეს არის სამი ამბავი ადამიანებზე. გენიალურობა სწორედ იმაშია, რომ ფილმში არაფერი ხდება ქმედითი, არაფერი ხდება ისეთი რაც გაგაკვირვებს, აღგაშფოთებს ან რამე მკაფიოდ გამოხატულ, რადიკალურ ემოციას მოგგვრის, რისკენაც ხშირად ილტვიან კინემატოგრაფები. ჰონგ სან სუ, თავისი სურათით გვიმტკიცებს, რომ მისი კინო და ნამდვილი კინო, შეულამაზებელი პოეზიაა, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებში იმალება, რომლებიც ზუსტად ისე ცხოვრობენ, როგორც ჩვენ და ჩვენს გარშემო მყოფი ადამინების რუტინას გადიან ყოველდღიურად. კინო ის არის რაც ჩვენში ხდება, რასაც მარტივი დიალოგებითა და ქმედებებით გამოვხატავთ, რაც ყველაზე მეტად გვეხება, მაგრამ ხშირად ვერც კი ვამჩნევთ. ამის დაფიქსირება და აღწერა კი, ყველაზე დიდი შემოქმედებაა , რომლის შექმნის კონფლიქტსაც სამხრეთ კორეელმა რეჟისორმა თავი იდეალურად გაართვა. ფილში სამი ამბავია წარმოჩენილი. სამივეში ერთი პერსონაჟია, რომელიც თავის ძველ მეგობრებს სტუმრობს, ერთად სადილობენ, საუბრობენ ურთიერთობაზე და მთავარი პერსონაჟი გემ ჰი, თითქოს თავის მასპინძლებში ეძიებს იმ კითხვებზე პასუხებს, რომელებსაც საკუთარ თავს უსვამს – ” ხშირად ლაპარაკობთ?”; “ჩვენ აქამდე არასდროს დავშორებივართ ერთმანეთს. ჩემი ქმარი მიიჩნევს, რომ საყვარელი ადამიანები მუდმივად ერთად უნდა იყვნენ”. სან სუს პერსონაჟებს მსგავსი და ამავდროულად სხვადასხვანაირი ცხოვრება აქვთ, მათ ერთმანეთის ესმით და თანაც სხვადასხვა ენებზე საუბრობენ. გემ ჰი ყველა მეგობართან ერთად სხვადასხვა საკვებს მიირთმევს. საკვები ამ შემთხვევაში შეიძლება არა ფიზიკური, არამედ სულიერი საზრდო იყო, რომელსაც ის თავისი ძველი მეგობრებისგან იღებს. გემ ჰის თავისი ძველი მეგობრების არ ესმის, ერთს ორი პარტნიორი ყავს, მეორე ქალაქისგან მოშორებით ცხოვრობს, მესამე კი, მიუხედავად მათი ძველი წყენისა, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ახლოს არის გემ ჰისთან. ფილმში ასევე მნიშველოვანია კაცების როლიც. საპირისპირო სქესის ადამიანები ერთმანეთს სრულიად სხვადასხვა ენაზე ესაუბრებიან, მათ ჯიუტად და თანაც მშვიდად არ ესმით ერთმანეთის. ამ ყველაფერს ავტორი ისეთი უბრალოებით აღწერს, რომ განსაკუთრებულობის განცდა მაყურებელს არ უჩნდება და სწორედ ეს არის ამ ფილმის გენიალურობა. ყველაფერი მარტივია და ამ სიმარტივეშია ის კონფლიტები, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით. გავრბივართ, წარსულს ვხვდებით, რაღაც შორეულისკენ მივილტვით, რომელსაც რეალურად არც ვეხებით და დისტანციურად ვაკვირდებით, ისე როგორც ფილმის მთავარი პერსონაჟი აკვირდება ზღვას, როგორც სიღმისა და უცხოს, ამოუცნობის სიმბოლოს. ფილმში მრავალწახნაგოვანი თემები და კონფლიქტები ერთ სამკუთხედად იკვრება და ერთ ხაზს ქმნის, რომელიც ისევ ადამიანის გარშემო მოძრაობს. ქალის, რომელიც გაიქცა. გაიქცა არა ქმრისგან, არა მეგობრებისგან არამედ რაღაც უფრო მარტივისგან და თან ამოუცნობისგან. ქალი, რომელიც, არა აჩქარებით, არამედნელი ტაატით მირბის, მირბის წარსულში და არა მომავალში და შორიდან შეჰყურებს იმ სამყაროს, რომლის არაფერი ესმის, მაგრამ ვერ ელევა ინტერესს და ისევ მას უბრუნდება – დასაკვირვებლად. The post TIFF 2020 – ჰონგ სან სუს პოეზია appeared first on filmmaker.ge. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა