ფორუმელი Moor Posted 20 დეკემბერი, 2020 Posted 20 დეკემბერი, 2020 ამოს გიტაი ებრაელი ვეტერანი რეჟისორია, რომელსაც თავის ფილმებში პოლტიკური და სოციალური კონფლიქტებს მიღმა, ეკრანზე საზოგადოებისა და ინდივიდების პრობლემები გამოაქვს. გამონაკლისი არც მისი ახალი ფილმი “ლაილა ჰაიფაშია”. ფილმის დასაწყისი გაფიქრებინებს, რომ კრიმინალური დრამის გავითარება იწყება, მაგრამ მალევე ერთი შეხედვით მნიშვნელოვანი მოვლენა სრულიად აღარავის ახსოვს, თვით ამ მოვლენაში დაზარალებულ გმირსაც კი. ფილმი რამდენიმე პერსონაჟის გარშემო ვითარდება, რომლებიც ერთმანეთს სხვადასხვა ტიპის ურთიერთობებით უკავშირდებიან, იქნება ეს რომანტიკული თუ პროფესიული. ფილმის მთავარი გმირი პოლიტიკური ფოტოგრაფია, რომლის გამოფენაც ჰაიფას ერთ-ერთ ცნობილ კლუბში იმართება. ფილმში მოთხრობილი ამბები მრავალი კუთხით იშლება. ჩვენ ვიცნობთ პერსონაჟებს, რომლებიც ოჯახურ კონფლიქტში არიან და საკუთარი თავის ძიებაში რომანტიკულ ურთიერთობებს ეჭიდებიან, რომლითაც თითქოს საკუთარ იდენტობისა და იმ დანაკლისის გამოკვება სწადიათ, რაც მათ თან სდევთ და აწუხებთ. ვხვდებით სხვადასხვა ასაკისა და ორიენტაციის ადამიანებს, რომლებსაც თვითრეალიზაციის პრობლემები აწუხებთ. ვხვდებით ერთმანეთისთვის შეუსაბამო წყვილებს, რომელთა შორისაც მხოლოდ ცალმხრივი გრძნობაა. ამ ყველაფრის პარალელურად ამბავს მუდმივად თან სდევს პოლიტიკული კონფლიქტი არაბებს, პალესტინელებსა და ისრაელებს შორის. საინტერესოა რეჟისორის დამოკიდებულება ხელოვნების მიმართაც, რომელსაც, მისი მთავარი პერსონაჟი ერთგვარ წნეხად აღიქვამს. “მე არასდროს მინდოდა ხელოვანი ვყოფილიყავი, მე უბრალოდ მინდოდა ვყოფილიყავი ფოტოგრაფი, რომელიც სხვებიც ცხოვრებას აღწერდა”.- ამბობს ჯილი, ფილმის პროტაგონისტი. ალბათ ასეთივეა ამოს გიტაის დამოკიდებულებაც ხელოვნებისა და შემოქმედების მიმართ. შემოქმედს უბრალოდ სხივისი ცხოვრების აღწერა, პუბლიკისთვის ჩვენება უნდა, მაგრამ ის თავისდაუნებურად სხვადასხვა რთულ პროცესებში ეხვევა. ფილმი საინტერესო სინთეზია ერთკადრიანი თეატრის, რომელიც ერთ ლოკაციაზეა შექმნილი, დროის ერთ კონკრეტულ მონაკვეთში და ძირითადად დიალოგებისა და მუდმივი კიბეზე ასვლა-ჩამოსვლის, გარეთ გასვლისა და უკან შემოსვლისგანაა შედგენილი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს დრამატურგია, რომელიც რამდენიმე პერსონაჟის სახით განსაკუთრებით ცხადად გვაგონებს თეატრსა და მის ელემენტებს. თვით თეატრისთვის დამახასიათებელი სცენაც კი, კიბეებიც და განათებაც, ფილმის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. ფილმში ერთი შეხედვით არაფერი ხდება, არ არის ერთი კონკრეტული ამბავი რომელიც სადღაც იწყება, ვითარდება და მთავრდება, მაგრამ ამავე დროს პატარ-პატარა ისტორიები ვითარდება. სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი ადამიანები, რომლებიც ხშირად სხვადასხვა ენებზე საუბრობენ, მაგრამ ერთმანეთის მაინც ესმით, კრავენ იმ ერთ დიდ ჯგუფს, რომელიც სახეა მთელი ქვეყნისა და იქნებ, სრულიად სამყაროსიც კი. The post TIFF 2020: ამოს გიტაის გმირები კონფლიქტის ზღვარზე appeared first on filmmaker.ge. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა