Jump to content
×
×
  • Create New...

ვაკო კირტიკაძე – არავის სჭირდება მეორე ტარკოვსკი, თანამედროვე სამყაროს ჩვენი უნიკალური ხედვა აინტერესებს


Recommended Posts

  • ფორუმელი

Film asylum დამოუკიდებელი ქართული კინოკომპანიაა, რომელიც 2013 წლიდან არსებობს და არაერთი ფილმისა თუ სარეკლამო რგოლის შექმნელია. კომპანიამ რამდენიმე დღის წინ ვიდეო კლიპი გააზიარა, სადაც Film asylum-ის ხედვა და გუნდის Mission statement ჩანს – გაუზიარე შენი უნიკალური ხედვა სამყაროს.

ამ ვიდეოსთან დაკავშირებით filmmaker.ge, Film asylum-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს ვაკო კირკიტაძეს ესაუბრა.

Film asylum-მა ახალი ვიდეო კლიპი გაავრცელა, ვიდეოს მოკლე შინაარსი ასე იკითება – გვეჩვენება, რომ კინოში ახლის შექმნა შეუძლებელია, თუმცა, ყველა ადამიანს თავისი უნიკალური ხედვა აქვს, რომლის გაზიარებაც შეუძლია. საიდან მოვიდა ამ ვიდეოს შექმნის იდეა ?

თავიდან გვინდოდა შოურილის გაკეთება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციაში დაგვეხმარებოდა.  ყველა კომპანიის შოურილი ერთმანეთს ჰგავს და ამბობს – “აი ჩვენ რამდენი კარგი ნამუშევარი გვაქვს”,  Film asylum-ის გუნდს კი გვსურდა რაიმე განსხვავებული, უფრო შემოქმედებითი და ბევრად მეტი ვიდრე “რა მაგრები ვართ”, ვიდეო რგოლი შეგვექმნა.

როგორ ფიქრობთ ამბის თხრობის კულტურა ქართულ კინოში, დოკუმენტურსა თუ მხატვრულში, რა პრობლემების წინაშეა ?

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ “ვიდეოებს”, ჩვენ ვქმით რეალურ სამყაროებს, რეალური გმირებით. შესაბამისად ყველა ელემენტი კინოში იქნება ეს თუ რეკლამასა თუ სერიალში, უნდა პასუხობდეს შეკითხვას – “რატომ?”. რატომ არის კედელი ესა თუ ის ფერი, რატომ არის განათება ასეთი, რატომ გამოიყურებიან გმირები ასე და ა. შ. კითხვა “რატომ” ყოველთვის გვაძლევს უნიკალურ შედეგს, რადგან შეუძლებელია სხვა შემოქმედის “რატომ” შენსას ემთხვეოდეს. ამას გარდა ვიზუალიზაციის დროსაც მნიშვნელოვანია უნიკალურობა და აქ უკვე პასუხობ შეკითხვას – როგორ?.

სამწუხაროდ ნაცვლად ამისა ხელოვანები, ძალიან ცნობილი რეჟისორების, ოპერატორებისა და მხატვრების ნამუშევრებს ბაძავენ და პირდაპირ კადრებს იპარავენ, რაც ძირეულ პრობლემად მიმაჩნია. არავის ჭირდება მეორე ტარკოვსკი ან მესამე ტომ კუნცი. თანამედროვე სამყაროს ჩვენი უნიკალური ხედვა აინტერესებს.

რა არის Film asylum-ის რჩევა კინოხელოვანებისთვის, როგორ დაძლიონ ფრუსტრაცია(შეგრძნება რომ ახალს ვერაფერს ქმნიან) და გამოიმუშაონ ის უნიკალური ხედვა რომელზეც საუბრობთ ?

პირველ რიგში ყველანი უნდა გავთავისუფლდეთ და თავი არ შევიზღუდოთ. მოვყვეთ ამბები, რომლებიც ადამიანებს ემოციურად შეეხებათ და ამ ამბების მოსაყოლად გამოვიყენოთ ჩვენი უნიკალური ხედვა, რაც სხვებისგან გამოგვარჩევს. აქვე ვიტყვი ქართული კინო ყოველთვის ეძებდა სიახლეს, მაყურებელს ყოველთვის სთავაზობდა რაღაც განსხვავებულს და ყოველთვის ემოციურად ახლოს იყო საკუთარ ქვეყანასთან, კულტურასთან, მაყურებელთან. ამიტომ აუცილებელია ეს კავშირი კინოსა და ხალხს შორის აღდგეს, ქართული კინო იყოს ქართული კულტურის ელჩი მსოფლიოში.

The post ვაკო კირტიკაძე – არავის სჭირდება მეორე ტარკოვსკი, თანამედროვე სამყაროს ჩვენი უნიკალური ხედვა აინტერესებს appeared first on filmmaker.ge.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   318 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 317 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • Googlebot(2)
    • YandexBot(1)