Jump to content
×
×
  • Create New...

“ავატარმა” ყველაზე შემოსავლიანი ფილმის წოდება დაიბრუნა


Recommended Posts

  • ფორუმელი

ჯეიმს კამერონის სამეცნიერო ფანტასტიკური ბლოკბასტერი “ავატარი”, კვლავ ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა.

გასულ პარასკევს სურათი ჩინეთის კინოგაქირავებაში ხელმეორედ გამოვიდა და უიქენდზე 8.9 მილიონი დოლარი მოაგროვა.

სულ ავატარს გამოსვლიდან დღემდე $2 798 579 794 აქვს მოგროვებული. აქამდე მაღალშემოსავლიანი ფილმების სიას “შურისმაძიებლების” უკანასკნელი ნაწილი ლიდერობდა. კომიქსების ეკრანიზაციას ამ დროისთვის $2 797 501 328 აქვს გამომუშავებული.

წელს “ავატარი” პირველი უცხოური ფილმი გახდა, რომელიც უიქენდზე ჩინეთის კინოგაქირავების სათავეში მოექცა. Disney-ს ვარაუდით ბლოკბასტერი წლის ბოლომდე კიდევ 58 მილიონ დოლარს მოიტანს.

ამ დროისთვის პირველი ნაწილის შემქმნელი, ჯეიმს კამერონი ერთდროულად სამ გაგრძელებას იღებს. “ავატარი 2” 2022 წელს გამოვა.

The post “ავატარმა” ყველაზე შემოსავლიანი ფილმის წოდება დაიბრუნა appeared first on filmmaker.ge.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   153 all people including: 1 წევრი, 3 ანონიმური, 149 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(8)
    • Chrome(27)
    • KOMBLE
    • Facebookexternalhit(4)