Jump to content
×
×
  • Create New...

ოსკარზე ქართული პოსტპროდაქშენ კომპანია Postred-ის ნამუშევარი წარადგინეს


Recommended Posts

  • ფორუმელი

2021 წლის ამერიკის კინოაკადემიის ნომინანტები ცნობილია. “ოსკარს” 10 ნომინაციით დევიდ ფინჩერის “მანკი” ლიდერობს.

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში A Concerto Is A Conversation მოხვდა, რომლისთვისაც ქართული აუდიო პოსტ პროდაქშენის კომპანიამ, Postred-მა ფოლიზე იმუშავა.

Postred ქართული აუდიო პოსტ პროდუქციის კომპანიაა, რომელიც 2015 წელს ხმის დიზაინერმა ბესო კაჭარავამ და კომპოზიტორმა ზვიად მღებრიშვილმა დააფუძნეს. 6 წლის განმავლობაში კომპანიამ ათობით ქართულ და უცხოურ ფილმზე, მათ შორის სანდენსის კინოფესტივალის გამარჯვებულ ნამუშევრებზე – “სოვდაგარზე” და “Cusp”-ზე, კანის კინოფესტივალის მონაწილე გახმაურებულ LGBT დრამაზე “და ჩვენ ვიცეკვეთ”-ზე, სან-სებასტიანისა და ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალების ტრიუმფატორზე “დასაწყის”-ზე იმუშავეს. Postred ქართულ ბაზარზე წამყვანი გუნდია, რომელიც მუსიკის, საუნდ ედიტინგის, საუნდ მიქსინგის და ფოლის სერვისებზე სპეციალიზირდება.

მოკლემეტრაჟიანი ფილმის მთავარი გმირი ვირტუოზი პიანისტი და კომპოზიტორი კრის ბაუერსია, რომელიც საკუთარი ოჯახის წარსულით დაინტერესდება. განვლილ წლების შესწალვაში მას 91 წლის ბაბუა, ჰორას ბაუერი ეხმარება.

კრის ბაუერსისა და ბენ პრუდფუტის მიერ გადაღებული სურათის პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ტიტულისთვის იბრძოდა.

ოსკარის გამარჯვებულთა ვინაობა მიმდინარე წლის 25 აპრილს გახდება ცნობილი.

The post ოსკარზე ქართული პოსტპროდაქშენ კომპანია Postred-ის ნამუშევარი წარადგინეს appeared first on filmmaker.ge.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share