Jump to content
×
×
  • Create New...

ანა ქასრაშვილი World Soundtrack აკადემიის წევრი გახდა


Recommended Posts

  • ფორუმელი

ქართველი კინოკომპოზიტორი, ანა ქასრაშვილი World Soundtrack აკადემიის წევრი გახდა.

კომპოზიტორს წლევანდელი World Soundtrack Awards-ის სამ ნომინაციაში ექნება ხმის მიცემის უფლება. ეს კატეგორიებია – წლის კინოკომპოზიტორი, წლის ტელეკომპოზიტორი, საუკეთესო ორიგინალური სიმღერა.

World Soundtrack აკადემიის წევრობა ანა ქასრაშვილის შარშანდელმა წარმატებამ განაპირობა. კომპოზიტორი 2020 წელს “World Soundtrack Awards”-ის ერთერთი გამარჯვებული გახდა. ანა ქასრაშვილი კონკურსის ისტორიაში პირველი ქალია, რომელმაც ახალგაზრდა კომპოზიტორის კატეგორიაში ჯილდო მიიღო. მსოფლიო საუნდტრეკების დაჯილდოება ბელგიის ქალაქ გენტში 2001 წლიდან ტარდება და მსოფლიოს საუკეთესო კომპოზიტორებს აჯილდოებს.

აკადემიის სხვა წევრებს შორის არიან გამოჩენილი კინოკომპოზიტორები – კარტერ ბარუელი, ალექსანდერ დესპლა, რამინ ჯავადი, უორენ ელისი, ჯონი გრინვუდი, ჰილდურ გუდნადოტირი, ჯეიმს ნიუტონ ჰოვარდი, ენდრიუ ლოიდ ვებერი, ლალო შიფრინი, ალან სილვესტრი, ვანგელისი და სხვები.

ანა ქასრაშვილი არაერთი ჯილდოს მფლობელი ქართველი კომპოზიტორია. 2015 წელს ვალენსიის ბერკლის კოლეჯის მაგისტრანტმა “კინოს, ტელევიზიისა და ვიდეოთამაშების მუსიკის” მიმართულებით, გამორჩეული სტუდენტის ჯილდო მიიღო. იმავე წელს კალიფორნიის დამოუკიდებელი ფილმების ფესტივალის ფარგლებში გამართულ კინომუსიკის კონკურსზე აიღო პირველი ადგილი და ეწოდა “წლის კომპოზიტორი”. 2018 წელს გახდა ესპანური ღვინის კომპანია “ხუან ხილის” მიერ დაარსებული კინომუსიკის მე-2 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული. ასევე აღსანიშნავია 2017 წლის წარმატება, მან ურთულეს კონკურსში მონაწილეობის შედეგად ლოს-ანჯელესში ASCAP-ის კინომუსიკის ვორქშოპი გაიარა და იქ შექმნილი კომპოზიცია 20th Century Fox-ის სტუდიაში ჩაწერა.

გასულ წელს, მუსიკოსმა კრაკოვის კინომუსიკის ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონკურსზე აიღო მეორე ადგილი. მან სერიალ “The Crown”-ის 2019 წლის ეპიზოდისათვის შექმნა მუსიკა და გახდა პირველი ქალი, რომელმაც კონკურსის ისტორიაში საპრიზო ადგილი დაიკავა.

World Soundtrack Awards მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს გაიმართება.

ამავე თემაზე:

The post ანა ქასრაშვილი World Soundtrack აკადემიის წევრი გახდა appeared first on filmmaker.ge.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   163 all people including: 0 წევრი, 3 ანონიმური, 160 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(26)
    • YandexBot(16)
    • Facebookexternalhit(5)
    • Googlebot(3)