Jump to content
×
×
  • Create New...

Enkeny Films-ის თანადამფუძნებელი ფედონ პაპამაიკლი ოსკარზეა ნომინირებული


Recommended Posts

  • ფორუმელი

15 მარტს 2021 წლის ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების, “ოსკარის” ნომინანტების ვინაობა გახდა ცნობილი. საუკეთესო ოპერატორის კატეგორიაში, ფილმისთვის “ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო”, ოქროს ქანდაკებისთვის ბერძენი ოპერატორი, ქართული კომპანიის Enkeny Films ერთ-ერთი დამფუძნებელი ფედონ პაპამაიკლი იბრძოლებს.

პაპამაიკლს ნამუშევარი აქვს ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც ვიმ ვენდერსი, ალექსანდერ პეინი და ჯეიმს მანგოლდი არიან. დამდგმელი ოპერატორია ფილმებისა “ნებრასკა”, “ფორდი ფერარის წინააღმდეგ”, “თაგვზე ნადირობა”, “მკურნალი ადამსი”, “სასტუმრო “მილიონი დოლარი”, “გზის განაპირა”, “ზღვარის გადაკვეთა”, “შთამომავლები”. 2000 წელს იმუშავა ნანა ჯორჯაძის ფილმზე “27 დაკარგული კოცნა”. აქვს ბრიტანეთის კინოაკადემიის ჯილდოს, BAFTA-ს ორი ნომინაცია. “ოსკარის” პირველი ნომინაცია 2013 წელს, ფილმისთვის “ნებრასკა” მიიღო.

Enkeny Films ქართული საპროდიუსერო კომპანიაა, რომელიც ფედონ პაპამაიკლმა და ქართველმა პროდიუსერებმა ბაჩო მებურიშვილმა, სოფიო ბენდიაშვილმა და სოფიო ორჯონიკიძემ დააფუძნეს.

2019 წელს Enkeny Films გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც ჰოლივუდის წამყვან ბლოკბასტერზე(“ფორსაჟი 9”) იმუშავა და ადგილობრივ ინდუსტრიას, მომავალი, მასშტაბური საერთაშორისო პროექტებისთვის გზა გაუხსნა.

კომპანიის ძირითადი მიმართულებაა საერთაშორისო სტუდიებისა და დამოუკიდებელი პროდიუსერების საწარმოო მომსახურებების უზრუნველყოფა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში გადაღებებით.

2021 წლის “ოსკარების” დაჯილდოების ცერემონია 25 აპრილს გაიმართება.

The post Enkeny Films-ის თანადამფუძნებელი ფედონ პაპამაიკლი ოსკარზეა ნომინირებული appeared first on filmmaker.ge.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share