Jump to content
×
×
  • Create New...

„საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ აანალიზებს განათლების იმ დანაკარგს, რომლის წინაშეც ისინი დგანან“ – კვლევის შედეგი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

მას შემდეგ, რაც გასული წლის მარტში სკოლები კორონავირუსის გამო დაიკეტა, ამერიკის შეერთებულ შტატებში 3-მილიონ ბავშვს არანაირი განათლება არ მიუღია. მკვლევრებმა იმ მოსწავლეების საერთო რიცხვი შეაფასეს, რომლებიც სასწავლო დაწესებულების დახურვასა და დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შედეგებს ყველაზე მწვავედ განიცდიან.

Bellwether Education Partners-ის მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ მოსწავლეების განათლება და კეთილდღეობა საგანგაშო მდგომარეობაშია, კრიზისის გრძელვადიანი შედეგების შეფასება კი, საკმაოდ რთული.

იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად რთულია პანდემიის პირობებში სანდო ინფორმაციის მოპოვება, მკვლევრებმა იმ მოსწავლეების საერთო რაოდენობა შეაფასეს, რომლებიც სკოლების დახურვის შედეგებს ყველაზე მწვავედ განიცდიან. ამის შემდეგ მათ ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფები გამოავლინეს. კვლევის ავტორებმა მედიაში გავრცელებული და მათ ხელთ უკვე არსებული მონაცემები გამოიყენეს.

მათი თქმით, ყველაზე რთულ მდგომარეობაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მინდობით აღზრდაში მყოფი, ემიგრანტი და უსახლკარო მოსწავლეები იმყოფებიან. თუ რომელიმე ამ ჯგუფის, ოთხიდან თუნდაც ერთი მოსწავლე სწავლას თვეების განმავლობაში იყო მოწყვეტილი, ბავშვების საერთო რიცხვი სამ მილიონს გადააჭარბებს.

ავტორების თქმით, მიზეზებს შორის, რომელთა გამო ამდენი მოსწავლე სწავლას იყო მოწყვეტილი, არის ინტერნეტთან წვდომისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების მხარდაჭერის არარსებობა. გარდა ამისა, მკვლევრები გამოყოფენ ეკონომიკურ პრობლემებს, რომელთა გამო ბევრ მოსწავლეს სწავლისთვის თავის დანებება და სამსახურის პოვნა მოუწია.

ავტორების აზრით, საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ აანალიზებს განათლების იმ დანაკარგს, რომლის წინაშეც ისინი დგანან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველა მოსწავლე სკოლაში უახლოეს მომავალში დაბრუნდება, მთელმა ამ დაკარგულმა დრომ მოსწავლეების წარუმატებლობების უწყვეტი ჯაჭვი შეიძლება განაპირობოს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კრიზისის შედეგები შესაძლებელია სავალალო აღმოჩნდეს. მათი თქმით, საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ განათლების მომავალი, არამედ მოსწავლეების უსაფრთხოება და კეთილდღეობაც კი.

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: usnews.com

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   30 all people including: 1 წევრი, 2 ანონიმური, 27 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Seth
    • Googlebot(3)
    • Chrome(10)
    • YandexBot(1)