Jump to content
×
×
  • Create New...

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შეჩერებას პეტიციით ითხოვენ


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შეჩერების მოთხოვნით შესაბამის მანიფესტზე ხელმოწერები გროვდება.

იდეის მომხრეების აზრით, დღეს არსებული დოკუმენტი არათანაბარ პირობებში აყენებს მასწავლებლებს და ხელს უშლის სკოლების დეცენტრალიზაციის პროცესს.

„სასწრაფოდ შეჩერდეს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც არის დისკრიმინაციული ხასიათის, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მასწავლებლებს… სქემა პირდაპირ ხელს უშლის საჯარო სკოლების დეცენტრალიზაციის პროცესს და რაც მთავარია, უხეშად ერევა კერძო სკოლების სამუშაო პროცესში, რადგან იპერატიულად ავალებს სკოლის დირექტორს რამდენჯერ უნდა დაესწროს მასწავლებლებს სასწავლო წლის მანძილზე, რამდენჯერ უნდა შეაფასოს და ა.შ. ასევე ავალებს მასწავლებლებს გაიარონ გარკვეული რაოდენობის საათების ტრენინგები (20-12-8)“, ჩვენ თვლით რომ სკოლის დირექტორის გადასაწყვეტია, რამდენჯერ დაესწრება მასწავლებელს და რა ფორმებით მოახდენს მათი მუშაობის შეფასებას.ასევე მასწავლებლის უფლებაა თავად გადაწყვიტოს რამდენ საათიან ტრენინგს დაესწროს და რა თემაზე”,  – წერია მანიფესტში.

პეტიციის ავტორებს ასევე მიაჩნიათ, რომ მასწავლებლის სქემა უსამართლოა უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლების მიმართ, რადგან მათთვის სტატუსის ამაღლების პროცესი ძალიან გართულდა.

” სქემა არასამართლიანია უფროსი სტატუსის მასწავლებლების მიმართ, ვინაიდან აქამდე ვინც აიმაღლა სტატუსი და გახდა წამყვანი/მენტორი- ბევრად ადვილიად მიაღწიეს შედეგს, ხოლო დანარჩენებს ძალიან გაურთულეს პროცესი. ასევე სისტემაში გვყავს 250 წამყვანი და მანტორი მასწავლებელი, რომლებმაც საგნის გამოცდა ჩააბარეს 1 და 4 კრედიტზე. ხოლო ახლა საგანში 50% -ზე მეტი უნდა ქონდეს გადალახული. ჩვენი აზრით არ შეიძლება ქვეყანაში გვყავდეს წამყვანი და მენტორი მასწავლებელი-რომელიც საკუთარ საგანს ვერ აბარებს სრულად“, – ვკითხულობთ მანიფესტში, რომლის ავტორიც არის სკოლის დირექტორი და “საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციის” ახელმძღვანელი ელზა ბადაშვილი.

მოთხოვნას ამ დროისთვის  ხელს აწერს 200-მდე ადამიანი, თუმცა იმისთვის, რომ პეტიცია საქართველოს მთავრობას განსახილველად გადაეგზავნოს, საჭიროა 2000 ხელმოწერა.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა და მასთან დაკავშირებული საკითხები მარტივ ენაზე

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share