Guest Merlin Posted 17 მარტი, 2021 Posted 17 მარტი, 2021 იემენის ქალაქ თაიზში მდებარე ნახევრად დანგრეულ სკოლაში ყოველდღიურად გაკვეთილებს ასობით მოსწავლე ესწრება. შენობა ხელიუფლებასა და ჰუსიტებს შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაზიანდა. არსებული მდგომარეობის გამო, სკოლის პერსონალს ხელფასს არ უხდიან. როდესაც მასწავლებლებს გაკვეთილის ჩატარების შესაძლებლობა არ აქვთ, ამას ცხრა წლის აჰმედი აკეთებს. ბიჭუნა დაბადებიდან უსინათლოა. ,,გაკვეთილებზე ბავშვებს იმას ვასწავლი, რაც მე თვითონ უკვე გავიარე. საგნებიდან ყველაზე მეტად ყურანი და მეცნიერება მიადვილდება“, – ამბობს ის. აჰმედის თქმით, მოსწავლეები ახალ სკოლაზე, სკამებზე, კარებზე, ფანჯრებზე და დაფებზე ოცნებობენ. სკოლა 2016 წელს, მას შემდეგ დაიხურა, რაც ჰუსიტებმა მისი ოკუპირება შეძლეს. ხელისუფლების ჯარებმა შენობის დაბრუნება შეძლეს. შენობის დაზიანების მიუხედავად, მასწავლებლებმა სასწალო პროცესის გაგრძელება გადაწყვიტეს. სკოლის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ხმები ახლაც ისმის. იუნისეფის მონაცემებით, 2014 წელს დაწყებული სამოქალაქო ომის გამო ქვეყანაში ყოველი მეხუთე სკოლა არ მუშაობს. იხილთ ვიდეო მოამზადა თეა ინაშვილმა წყარო: BBC Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა