Guest Georgia Posted 4 ოქტომბერი, 2020 Posted 4 ოქტომბერი, 2020 ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის მიერ მომზადდა ჯარას თაფლის წარმოების სახელმძღვანელო. ამ ორგანიზაციის აქტიური ჩართულობითა და მუშაობით, 2018 წელს პირველად მოხდა ჯარას თაფლის კომერციული შეგროვება ქართული თაფლის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიის მიერ. ჯარას თაფლი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეფუთვისა და ეტიკეტირების შემდგ, ხელმისაწვდომი გახდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. პირველი წარმატებული კომერციული შეგროვების შედეგად, მეფუტკრეებს შემოსავალი გაეზარდათ და მათი მოტივაცია ამაღლდა, რის შედეგადაც 2019 წელს მოწეული და რეალიზებული ჯარას თაფლის რაოდენობა თითქმის გასამმაგდა. 2020 წლის თებერვალში, პირველად საქართველოში, თვრამეტი ჯარას მეფუტკრე გახდა ბიო სერტიფიცირებული. ექვსი მეფუტკრე, მათ შორის გოდერძის ალპური ბაღის ჯარას საფუტკრე ამჟამად გადიან სერტიფიცირების პროცესს, რათა, 2020 წლის ბოლოს მიიღონ ბიო სერტიფიკატები. 2020 წლისთვის მოსალოდნელია ჯარას თაფლის მოწეულმა რაოდენობამ მიაღწიოს 3 ტონას. მოთხოვნა ჯარას თაფლზე ყოველწლიურად იზრდება, ამიტომ ჯარას თაფლის წარმოება გამოცდილი და დამწყები მეფუტკრეებისთვის მიმზიდველი ხდება. ჯარას თაფლის წარმოების სახელმძღვანელო დაეხმარება ჯარას მეფუტკრეობით დაინტერესებულ დამწყებ თუ გამოცდილ მეფუტკრეებს ჯარას საფუტკრეების სათანადო სტანდარტის მიხედვით მოწყობაში. სახელმძღვანელოში აღწერილია ის ძირითადი ნაბიჯები, რომლებიც ჯარას მეფუტკრეობით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ თაფლის წარმოებისას. მომზადებულია ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ერთობლივი პროექტის კავკასიის ალიანსების პროგრამის (ALCP) ფასილიტაციით, რომელსაც საქართველოში ახორციელებს მერსი ქორფსი. The post ჯარას თაფლის წარმოების სახელმძღვანელო appeared first on business.org.ge. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა