Jump to content
×
×
  • Create New...

პირველი ადგილობრივი ბიო სერტიფიცირებული თაფლი ქართულ ბაზარზე


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ქვეყანაში პირველად, აჭარის ოცდაოთხმა ჯარას მეფუტკრემ (მათ შორის, გოდერძის ალპური ბაღის საფუტკრემ) წარმატებით გაიარა ბიოსერტიფიცირების პროცესი, რის შედეგად მათი 2020 წლის ჯარას თაფლის მოსავალი (დაახლოებით 3 ტონა) ბიო-სერთიფიცირებულია. ბიო სერტიფიცირებული ჯარას თაფლის კომერციულ შეგროვებას  აჭარის რეგიონში, ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ქედას საწარმო (ბრენდი ნენა) ახდენს. ადგილობრივ და საერთაშო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შეფუთული და ეტიკეტირებული ნენას ჯარას თაფლი ხელმისაწვდომია როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ ჯარას თაფლი ექსპორტზე გავიდა არაბეთის გაერთიანებულ სამეფოსა (2019) და აშშ-ში (2020).

http://business.org.ge/wp-content/uploads/2020/11/%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90-4-768x1024.jpgჯარას – ხის მორისგან გამოთლილ სკას უწოდებენ ადგილობრივები. ეს არის ნახევრად-ველური (გეჯური) მეფუტკრეობა. უძველეს დროში მონადირეებს ფუტკრის ძლიერი ოჯახები ტყიდან სახლში მიჰყავდათ და შემდეგ ხისგან გამოთლილი მორით ან თიხის სპეციალური ჭურჭლით ტყეში ან კლდეზე წინასწარ განსაზღვრულ ადგილას ათავსებდნენ. გეჯური მეფუტკრეობა მსოფლიოში არც ისე ბევრგანაა შემორჩენილი. მეფუტკრეობის ეს სახეობა საქართველოშიც ძალიან იშვიათია. ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული მაღალმთიანი აჭარაა.

2018 წლამდე ჯარას თაფლის კომერციული შეგროვება არ ხდებოდა. თუმცა, ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების თანახმად, მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა მაღალი ხარისხის, მათ შორის ეკოლოგიურად სუფთა ბიო თაფლზე  დღითიდღე იზრდება. ჯარას თაფლი კი თავისი ისტორიით, ეკოლოგიურად სუფთა გავრცელების არეალითა და სრულიად ბუნებრივი ფიჭით, მარტივად აკმაყოფილებს ბიო სერტიფიცირების მოთხოვნებს, რაც მას კონკურენტულს ხდის საერთაშორისო ბაზარზე როგორც მაღალი ხარისხის უნიკალურ პროდუქტს.

2018 წლის ნოემბრიდან ალიანსების პროგრამის (ALCP)[1] ფასილიტაციით  ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციამ ბიოლოგიურ მეცნიებათა ასოციაცია „ელკანა“-სთან ერთად აქტიურად დაიწყო ჯარას მეფუტკრეობის ბიო წარმოებაზე გადასვლის შესაძლებლობის შეფასება და ჯარას საფუტკრეთა ბიოსერტიფიცირებაზე მუშაობა: ჩატარდა ტრენინგები, მოხდა თითოეhttp://business.org.ge/wp-content/uploads/2020/11/52fb58a81b66169510e5b1b897ea3de7-1-1024x683.jpgული  საფუტკრისა და გარემოს შეფასება, რეკომენდაციების გაცემა, შემუშავდა ჩანაწერების ჟურნალები. ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოში ერთადერთ აკრედიტირებულ მასერტიფიცირებელ ორგანიზაცია შპს „კავკასსერტთან“ და პირველი ინსპექტირების შემდგომ, 24 შერჩეული  ჯარას მეფუტკრე გადავიდა კონვერსიის წელზე. თაფლის ნიმუშები გაიგზავნა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში, რის შედეგადაც 2020 წლის თებერვალში პირველად საქართველოში 18 (თვრამეტი) ჯარას მეფუტკრე გახდა ბიო სერტიფიცირებული, ხოლო 2020 წლის ოქტომბერში დამატებით 5-მა (ხუთმა) ჯარას მეფუტკრემ და გოდერძის ალბურმა ბაღმა გაიარეს წარმატებით ბიო სერტიფიცირების პროცესი.

მოთხოვნა და დაინტერესება ჯარას თაფლის წარმოებაზე და ბიოსერტიფიცირებაზე ყოველწლიურად იზრდება. ბოლო ათწლეულების მანძილზე პირველად, ჯარას მეფუტhttp://business.org.ge/wp-content/uploads/2020/11/%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90-5-768x1024.jpgკრეობას დამწყები ახალგაზრდა მეფუტკრეები იწყებენ და უბრუნდებიან ისინი, ვინც ადრე აწარმოებდნენ. დაინტერესებული მეფუტკრეებისათის მომზადდა ბროშურა ბიო სერტიფიცირების გზამკვლევი მეფუტკრეებისათვის“, რომელიც მეფუტკრეებს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის როგორც უშუალოდ ბიო სერტიფიცირების სტანდარტის, ასევე, ფუტკრის დაავადებების და  მათი ბიო პრეპარატებით მკურნალობის შესახებ, ჩანაწერების ცხრილების ნიმუშები და სხვა საჭირო ინფორმაცია სერტიფიცირების პროცედურებსა და მოთხოვნების შესახებ.

ჯარას თაფლის პოპულარიზაციის მიზნით არა ერთი მარკეტინგული აქტივობა განხორციელდა, მათ შორის შეიქმნა ჯარას თაფლის საპრომოუშენო ვებსაიტი  და კატალოგი, გადაღებულია დოკუმენტური ფილმი „ჯარა“ რომელმაც არაერთი საერთაშორისო ფესტივალი მოიარა და აღიარება მოიპოვა, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტში“ მოხდა ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის ლოგოს, როგორც ხარისხის ნიშნის დარეგისტრირება. მეფუტკრეებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს, მიეცემათ უფლება ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის მიერ, თავიანთ ეტიკეტზე დაიტანონ ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის სავაჭრო ნიშანი.

[1] კავკასიის ალიანსების პროგრამა (ALCP) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ერთობლივი პროექტია, რომელსაც  ახორციელებს მერსი ქორფსი საქართველოში.

The post პირველი ადგილობრივი ბიო სერტიფიცირებული თაფლი ქართულ ბაზარზე appeared first on business.org.ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share