Guest Merlin Posted 16 მარტი, 2021 Posted 16 მარტი, 2021 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მსჯელობენ საკითხზე დაგეგმილზე ადრე განხორციელდეს სკოლის მასწავლებლებისა და ბაღის აღმზრდელების ვაქცინაცია. ვაქცინაციის საკითხებზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა პაატა იმნაძემ, ხათუნა ზახაშვილმა და ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ღია ეთერში ისაუბრეს და დასმულ კითხვებსაც უპასუხეს. უნივერსიტეტის ლექტორის კითხვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისადმი ასე ჟღერდა: მაინტერესებს როდის დაიწყება პედაგოგების ვაქცინაცია? “ეს ჩვენს გეგმაში არის გაწერილი, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია რომ პედაგოგების საზოგადოება უნდა აიცრას აუცილებლად. ჩვენი გეგმის მიხედვით ეს იქნება მესამე ეტაპზე”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა. ამირან გამყრელიძემ კი შემდეგი განმარტება გააკეთა: “თუმცა იმაზეც გვქონდა ჩვენ მსჯელობა, რომ პედაგოგები და ბაღის აღმზრდელები შესაძლებელია, რომ წინა ეტაპზე გადმოგვეტანა, ვნახოთ”. რაც შეეხება სკოლის ექიმებს, როგორც პაატა იმნაძემ განმარტა, მათი ვაქცინაცია უკვე შესაძლებელია და ისინი შესაბამის პორტალზე უნდა დარეგისტრირდნენ. შეგახსენებთ, რომ მედიკოსთა ვაქცინაცია ასტრაზენეკას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში უკვე დაწყებულია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა