Jump to content
×
×
  • Create New...

განათლების, მეციერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყო – ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

განათლების სამინისტროს კულტურის და სპორტის კომპონენტი გამოეყო და კვლავ ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება. მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებების განხორციელებას პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.

გადაწყვეტილებას 79-მა დეპუტატი დაეთანხმა. მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ სამთავრობო უწყებად – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდ და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდ.

პარლამენტმა ასევე ცვლილებები შეიტანა განათლებასთან და კულტურასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკანონმდებლო აქტებში, სადაც სამინისტროების სახელწოდებები დაზუსტდა.

განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროების გაერთიანების იდეა 2018 წელს, მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში, ყოფილ პრემიერ მამუკა ბახტაძეს ეკუთვნოდა და განახორციელა კიდეც, თუმცა რეფორმიდან 2 წლის შემდეგ მთავრობა მივიდა დასკვნამდე, რომ კონცეფციამ არ გაამართლა და უწყებები ისევ ცალ-ცალკე დაიყო.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   149 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 149 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(16)
    • Chrome(15)
    • Googlebot(3)
    • Facebookexternalhit(1)