Guest Merlin Posted 16 მარტი, 2021 Posted 16 მარტი, 2021 ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის 4 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მათ ვირუსი საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში დაუდასტურდათ, თუმცა უსაფრთხოების გამო 2 კლასი სწავლის დისტანციურ რეჟიმზე მაინც გადაიყვანეს. „ინფიცირებული მოსწავლეები მე-12 და მე-10 კლასის მოსწავლეები არიან და ამ კლასების მოსწავლეები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მათ იზოლაციის პერიოდი 24-26 მარტს უმთავრდებათ“, – აღნიშნა ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბულიამ. მისივე ინფორმაციით, მასწავლებლებში და სკოლის სხვა თანამშრომლებში, რომლებსაც ორ კვირაში ერთხელ ტესტი უტარდებათ, კორონავირუსის არ დაფიქსირებულა. წყარო: radioatinati.ge Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა