Guest Merlin Posted 16 მარტი, 2021 Posted 16 მარტი, 2021 „ევროპის უნივერსიტეტში” 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი აუდიტორიებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული მითითებებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა. გამოკითხულ სტუდენტთა უმრავლესობის არჩევანის შესაბამისად „ევროპის უნივერსიტეტმა” მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველკურსელებისთვის (მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიისა და ინფორმატიკის პროგრამების), ასევე დიპლომირებული მედიკოსისა და სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები არადისტანციურ რეჟიმში, ხოლო დანარჩენი საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში დისტანციურ რეჟიმში წარიმართოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, რეკომენდაციების დაცვით, პირველკურსელთათვის მიღების საღამო მოეწყო, რომელსაც „ევროპის უნივერსიტეტის” რექტორი ნინო ტალიაშვილი ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი დღეიდან აუდიტორიებში განახლდა. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა