Guest Merlin Posted 16 მარტი, 2021 Posted 16 მარტი, 2021 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ საბავშვო ბაღში კორონავირუსი დაფიქსირდა. ინფექცია გეგმიური ტესტირების ფარგლებში ბორითის საბავშვო ბაღის ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა.დაწესებულება 12 დღით დაიხურა, ყველა თანამშრომელი გადასულია თვითიზოლაციაში. კიდევ ერთი დაწესებულების, კიცხის საბავშვო ბაღის ერთი თანამშრომელი საკუთარი ინიციატივით, სიმპტომების გამო გაიტესტა. ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ამიტომ კიცხის საბავშვო ბაღიც დროებით დაიკეტა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი დაფიქსირებიდან დღემდე 551 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 535 გამოჯანმრთელდა. აქტიური შემთხვევებიდან ერთი საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით. წყარო: chemikharagauli.com Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა