Jump to content
×
×
  • Create New...

ცესკო საჯარო სკოლების მე-11, მე-12 კლასელებთან ერთად დებატებს გამართავს და იმიტრებულ არჩევნებს მოაწყობს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

გაზაფხულზე საჯარო სკოლების ნაწილში მე-11 და მე- 12 კლასელებისთვის ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ.

საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“. 2021 წლის 15 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით პერიოდში განხორციელდება. პროგრამა მე-11-მე-12 კლასების მოსწავლეების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

საჯარო სკოლების მოსწავლეები ისეთ საკითხებს შეისწავლიან, როგორიცაა: არჩევნების ისტორიული ექსკურსი და თანამედროვეობა; დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები; გენდერული თანასწორობა საარჩევნო პროცესში; საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის როლი არჩევნების ორგანიზებისა და მართვის პროცესში (მათ შორის, ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული თანამედროვე საარჩევნო სერვისები); ამომრჩევლის როლის მნიშვნელობა დემოკრატიულ არჩევნებში; არჩევნებში ჩართული მხარეების უფლებრივი მდგომარეობა საარჩევნო პროცესში და მათი საქმიანობის განხორციელების სახელმძღვანელო პრინციპები არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების უზრუნველსაყოფად; პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები; ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემა და დათვლა (საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველოს გამოცდილების გაზიარება).

პანდემიის შედეგად შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, წელს საინფორმაციო-სასწავლო პროექტი ხორციელდება ორი ფორმით: 204 საჯარო სკოლაში კურსი წარიმართება ადგილზე, პირისპირ ტრენინგის ფორმით იმ მოსწავლეებისთვის, ვინც სწავლების პროცესს აგრძელებს საკლასო ოთახებში – კურსის ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული საარჩევნო ადმინისტრაციის 102 ტრენერი; 40 საჯარო სკოლაში კურსი წარიმართება ონლაინ ფორმატში იმ მოსწავლეებისთვის, ვინც სწავლების პროცესს აგრძელებს დისტანციურად – კურსს განახორციელებენ სწავლების ცენტრის თანამშრომლები.

საჯარო სკოლებში მიმდინარე პროგრამა პრაქტიკული სწავლების ფორმატში ასევე ითვალისწინებს დებატების მოწყობას, ახალგაზრდებისთვის დებატების კულტურის განვითარების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად და ხმის მიცემის იმიტირებული პროცესის ჩატარებას მოსწავლეების მონაწილეობით.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით 2015 წლიდან ხორციელდება. დღემდე მასში მონაწილეობა 494 საჯარო სკოლის 8500-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო. 2021 წელს პროგრამის იმპლემენტაცია გათვალისწინებულია საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში განლაგებულ 244 საჯარო სკოლაში.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   211 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 210 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • Googlebot(3)
    • Facebookexternalhit(1)