Jump to content
×
×
  • Create New...

„ახალი სკოლის მოდელით“ გათვალისწინებული ტექნიკა სკოლების ნაწილს ჯერაც არ მიუღია – პროექტზე კი ყოველწლიურად 25-30 მილიონია გამოყოფილი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

„ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში ჩართულ საჯარო სკოლებს, პროექტით გათვალისწინებული ტექნიკა აქამდე მიღებული არ აქვთ, მიზეზი კორონავირუსის პანდემიის შედეგად წარმოქმნილი სირთულეებია.

რეფორმის ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა თუ სირთულეებზე „ახალი სკოლის მოდელის“ ფორუმზე ისაუბრეს, რომელიც 2021 წლის იანვარში ონლაინ რეჟიმში გაიმართა. შეხვედრაზე დაგეგმილ სიახლეებთან ერთად, განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავამ სკოლებში ტექნიკის დაგვიანების მიზეზებიც განმარტა.

„315 სკოლას, რომელიც პროექტში იყო ჩართული, პანდემიის გამო, დაუგვიანდათ ტექნიკის შეტანა, თუმცა მსოფლიო ბანკს უკვე გამოცხადებული აქვს ტენდერი და ტექნიკა ამ სკოლებში აუცილებლად შევა. სამწუხაროდ, იმ 600 სკოლაშიც, რომლებიც მომავალში ჩაერთვებიან, ტექნიკა იქაც დაგვიანდებით შევა. უბრალოდ ცოტა გადადება მოგვიხდა, იცით, რომ მთელი ფინანსები მიმართულია იმ გამოწვევებზე, რაც პანდემიამ დააყენა. მაგრამ ამავე დროს ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ტექნოლოგიური მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ ასეთ დროს. ამიტომ, რა თქმა უნდა, სკოლები მიიღებენ ამ ტექნიკას. რეალურად, თუ რაიმე ზრდის ამ ბიუჯეტს, ახალი სკოლის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ბიუჯეტს, ეს არის სწორედ ტექნიკა. დაახლოებით 25 -30 მილიონია ყოველწლიურად გამოყოფილი და რეალურად 2/3 სწორედ ამაზე მიდის, საკმაოდ დიდი თანხაა. იმიტომ რომ ძვირადღირებული პროცესია ეს ყველაფერი“, – განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში „ახალი სკოლის მოდელის“ ქვეპროგრამას 2019 წლიდან ახორციელებს. სამინისტრო ზოგადად ბევრს საუბრობს პროექტის მიღწევებზე და წარმატების მაჩვენებლებზე, თუმცა კონკრეტული ციფრები დღემდე საჯარო არაა. ასევე, აქამდე საჯარო არ არის იმ 315 სკოლის სია, რომლებიც აღნიშნულ პროექტში არიან ჩართულები.

ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, „ახალი სკოლის მოდელის“ ქვეპროგრამის მიზანია საქართველოს ყველა სკოლაში სასკოლო კულტურის განვითარება და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. ამ მიზნების მისაღწევად კი შემდეგი ამოცანებია დასახული:

ამოცანა 1: კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებზე დაფუძნებული სასკოლო კურიკულუმის განვითარება და დანერგვა;

ამოცანა 2: სკოლის მართვის ეფექტიანი მიდგომების განვითარება;

ამოცანა 3: ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება სწავლა-სწავლების პროცესში;

ამოცანა 4: წინსვლისა და განვითარების ხელშემწყობი შეფასების სისტემის შექმნა.

ამ ამოცანების განხორციელებაში ჩართულ სკოლებს სამინისტროს მიერ შექმნილი მხარდამჭერთა ჯგუფების ექსპერტები ეხმარებიან, რომლებიც ქვეყნის 24 რეგიონში მოღვაწეობენ.

პროგრამის ბიუჯეტმა 2019 წლის იანვარ- დეკემბერში შეადგინა 19,354,000,00 ლარი. აქედან ციფრული ტექნიკის შესყიდვა, WiFi-ის მონტაჟი, ელ. რესურსების განვითარებაზე დაიხარჯა 14,881,100.00 ლარი. მოსწავლეთა მიღწევების დინამიკისა და პროგრესის შემსწავლელი ტესტის შექმნა და ადმინისტრირებისთვის -168,140.00 ლარი, მხარდამჭერი ჯგუფების წევრების ტრენინგისთვის – 396,185.00 ლ. მხარდამჭერი ჯგუფების წევრების შრომის ანაზღაურებაზე – 3,578,250.00 ლ. ქვეპროგრამის ფარგლებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება და ადმინისტრაციული ხარჯისთვის -330,325.00 ლარი.

ეს გახლავთ მხოლოდ 2019 წლის  ხარჯი, როგორც ფორუმიდან გაირკვა მსოფლიო პანდემიამ პროექტის მიმდინარეობაში გარკვეული ხარვეზები წარმოიქმნა, რაც გამოიხატებოდა სკოლებში ტექნიკის შეტანასა და ასევე მოსწავლეების განმავითარებელი შეფასების ტესტირების ჩატარებაში.

ფორუმზე ასევე აღნიშნეს, რომ პანდემიის პირობებში „ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტებმა დისტანციური სწავლების დანერგვის პროცესში დიდი დახმარება გაუწიეს არამარტო პროექტში ჩართულ სკოლებს, ასევე ყველა მსურველ პედაგოგს და სკოლას.

„ახალი სკოლის მოდელის“ პროექტი ამ ეტაპზე 315 საჯარო სკოლაში ხორციელდება და მის დანერგვაზე სხვადასხვა რეგიონში 24 მხარდამჭერი ჯგუფი მუშაობს. პროექტში ჩართვის სურვილი კიდევ 600 სკოლას აქვს, რომლებიც პროცესს ახლო მომავალში შეუერთდებიან, ჯამში ახალი სკოლის მოდელი 2024 წლისთვის საქართველოს ყველა საჯარო სკოლას მოიცავს.

რომელი 400 სკოლა იწყებს „კომპიუტერული ტექნოლოგიების“ პილოტირებას და ვინ ასწავლის ამ საგანს – ახალი დეტალები

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   286 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 285 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(19)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(4)
    • t-90