Jump to content
×
×
  • Create New...

ჰაკერებმა Roll-ის პლატფორმიდან 5.7 მილიონი დოლარის ტოკენები გაიტანეს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ეთერიუმის ბლოკჩეინზე ტოკენების გამომუშავების პლატფორმამ Roll ჰაკერების თავდასხმა განიცადა. ბოროტმოქმედებმა საცავებთან წვდომა და 5,7 მილიონი დოლარის ღირებულების ტოკენების გაყიდვა შეძლეს.

The Block-ის ანალიტიკოსის, იგორ იგამბერდიევის მონაცემებით, ჰაკერებმა 5.7 დოლარის ღირებულების ETH მიიღეს, რის შემდეგაც თანხა Tornado Cash-ზე იქნა გადაგზავნილი. პლატფორმაზე წარმოებული ტოკენების ღირებულება 95-98%-ით დაეცა.

„ჰაკერებმა ყველა მოპარული ტოკენი გაყიდეს, თუმცა ჯერ უცნობია აქვთ თუ არა მათ წვდომა Roll-ის ინფრასტრუქტურის სხვა კომპონენტებზე. ფაქტები ან საფულის გასაღების ქონაზე, ან ინსაიდერის მოქმედებაზე მეტყველებს.“- წერს ანალიტიკოსი ტვიტერზე.

Roll-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს სისტემის გატეხვის ფაქტი და აღნიშნეს, რომ კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტები იძიებენ მომხდარ ინციდენტს.

თვის დასაწყისში ჰაკერების სამიზნე პროექტი PAID Network გახდა. ჰაკერებმა პროექტის  ადმინისტრაციული უფლებები მოიპოვეს და 160 მილიონი დოლარის ღირებულების ტოკენების გამოშვება შეძლეს. მათი ნაწილი გაიყიდა და ჰაკერებმა 2000 ETH-ის გამომუშავება შეძლეს.

1/5

Two hours ago, someone sold a huge amount of social tokens issued on Roll platform.

As a result, an attacker earned almost 3k ETH ($5.7M), of which 700 have already been sent to Tornado Cash.

Most of social token prices dumped as a result. pic.twitter.com/WmdMogBBnd

— Igor Igamberdiev (@FrankResearcher) March 14, 2021

წყარო: https://www.theblockcrypto.com

The post ჰაკერებმა Roll-ის პლატფორმიდან 5.7 მილიონი დოლარის ტოკენები გაიტანეს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   196 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 196 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • Facebookexternalhit(2)
    • YandexBot(13)